მამუკა მდინარაძე – პარლამენტი მართლა ჩემი მეორე ოჯახი იყო, არის და იქნება – დრო გავა და მე ალბათ, ამ ოჯახში დავბრუნდები, რადგან მეორე ოჯახი შეუძლებელია სხვა იყოს ჩემთვის

[პარლამენტი] ეს ჩემი მართლა მეორე ოჯახი იყო, არის და იქნება. დრო გავა და მე ალბათ, ამ ოჯახში დავბრუნდები, რადგან მეორე ოჯახი შეუძლებელია სხვა იყოს ჩემთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა, მ განუცხადა, რომელიც მანამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო.
მდინარაძემ პარლამენტის თითოეულ წარმომადგენელს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ცოტა გული მწყდება, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარი ოჯახივით არის. მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს, მართლა მეორე ოჯახი არის და იყო ჩემი. მინდა „ქართული ოცნების“ ყველა წევრს, ყველა წარმომადგენელს, დაწყებული დან, დამთავრებული „ქართული ოცნების“ რიგით ჯარისკაცამდე, ამ ათიათასობით ადამიანს, ყველას მადლობა გადავუხადო ამ წლებისთვის. ეს ჩემი მართლა მეორე ოჯახი იყო, არის და იქნება. დრო გავა და მე ალბათ ამ ოჯახში დავბრუნდები, რადგან მეორე ოჯახი შეუძლებელია სხვა იყოს ჩემთვის. მადლობა იმ შესაძლებლობისთვის, რომ მე შემეძლება დღეიდან სხვა მიმართულებიდან ვიზრუნო ჩემი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე. თუ ჩემს ნამუშევარს, წლების შემდეგ, შეაფასებენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ფასი ამ შეფასებას პირადად ჩემთვის ანუ თუ იტყვიან, რომ ეს სამსახური თვისებრივად ახალ სამსახურად შედგა, თვისებრივად მოდიფიცირებულ სამსახურად შედგა, სხვა ხარისხის სიძლიერის სამსახურად შედგა. ასევე თუ მის თითოეულ წარმომადგენელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს, რომლებიც ისედაც ამაყები არიან თავიანთი საქმიანობით და ამას იმსახურებენ რომ ამაყები იყვნენ, კიდევ უფრო ამაყები და კიდევ უფრო ძლიერები იქნებიან თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და ამის გამო“,- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დაიკავა. ახალ პოსტზე მდინარაძის კანდიდატურას პარლამენტის 85- მა წევრმა დაუჭირა მხარი. პარლამენტი სუს-ის უფროსს უფლებამოსილების 6 წლის ვადით ირჩევს. სუს-ს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა. ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2025 წლის აპრილში აირჩია, თუმცა მან აგვისტოში გადადგომის თაობაზე განაცხადა.