მამუკა მდინარაძე – ოპოზიციის უსუსურობას პიარ-სტრატეგიები და რაღაცები ვერ უშველის – მათი ბულინგის არავის ეშინია

ოპოზიციის უსუსურობას პიარ-სტრატეგიები და რაღაცები ვერ უშველის, რადგან მათ მხარეს სიმართლე არაა – მათი ბულინგის არავის ეშინია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ ოპოზიციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გეგმები „ვერაფერ შედეგს ვერ გამოიღებს“.
„მათ უსუსურობას პიარ-სტრატეგიები და რაღაცები ვერ უშველის, რადგან მათ მხარეს სიმართლე არაა. დანარჩენი მეორე ხარისხოვანია. მათი ეს ბოროტი გეგმები არ განხორციელდა, დავასწარით, დავახარჯვინეთ ენერგიაც, სწორი პოზიციაც ავირჩიეთ, ევროინტეგრაციას გზაზე, შედეგებთან მიმართებით სწორედ ვმოქმედებთ. ეს ყველაფერი შედეგთან მიმართებით, ერთი მხრივ ევროინტეგრაციის გზაზე სწორ სიარულზე, შედეგზე გადის, მეორე მხრივ ოპოზიციის მავნებლობას, 16-20 დეკემბერს, ყოველ გაზაფხულს და შემოდგომაზე ბერკეტს აცლის, რომ კვლავ რაღაც განსაკუთრებულ ტურბულენტობაში ამყოფონ ეს ქვეყანა.
მათ ეს მავნე გეგმა ჩაუვარდათ. ქვეყნის აყირავებას, ქაოსს და „მეორე ფრონტს“ ვეღარ ახერხებენ და ახლა რაღაც გამოუვალი სიტუაციიდან გამოსავალს პოულობენ, ვიღაცებს უცხოური ნომრებიდან აწერინებენ მუქარის შემცველ “მესიჯებს”. რეალურად, კარგი ისაა, რომ მათი “მესიჯების” და ბულინგის არავის ეშინია. არიან ადამიანები, ვისზეც ეს მოქმედებს, მათ შორის არიან ზოგიერთი ტელეკომპანიის თანამშრომელი ან საზოგადოებისთვის ცნობილი სახე, რომლებიც ამ ბულინგის ქვეშ მოექცნენ. ბევრი ადამიანი საუბრობს, რომ თუ ვინმეზე რამე “კომპრი” ჰქონდათო, ყველა საიდანღაც ამოსწიეს. ასეთი საუბრები მიდის. პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, პატარა ქალაქია და ყველამ ყველაფერი იცის. ცუდია, რომ ამის თქმის საფუძველს აძლევენ, რომ თუ ვინმეზე რამე “კომპრი” ჰქონდათ “ნაცებს”, საიდანღაც გამოწიეს, უწყება იქნება ეს თუ მედია საშუალება. ყველას ვთხოვ და ვურჩევ, ნუ მოახსენიებინებენ თავს, როგორც ისინი უწოდებენ, სასარგებლო იდიოტებად. ისინი ამ ადამიანებს განიხილავენ სასარგებლო იდიოტებად. აბულინგებენ, შემდეგ ზოგი ადამიანი, ცოტაა ასეთი, მაგრამ მაინც, რაღაც გადაწყვეტილებებს იღებს. მოდიან სამსახურიდან, რაღაც პეტიციებზე ძალით ხელს აწერინებენ. ვიღაცები არიან, ვისაც გულწრფელად სჯერათ, რომ ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ. რა უნდა უთხრა ასეთ ადამიანს? თუ გჯერა, რომ ჩელიაბინსკში გაიღვიძე, პეტიციას კი არ უნდა მოაწერო ხელი, საერთოდ უნდა გაერიდო და მართლა ბოლომდე უნდა იბრძოლო. რა 2 და 3 ათასი კაცი. ათი ათასობით კაცი უნდა იდგეს რუსთაველზე. თუ ათი ათასობით ადამიანს სჯერა, რომ ჩელიაბინსკში ვართ და პუტინის დავალებებს ვასრულებთ, პროტესტი ათასჯერ მეტი უნდა იყოს. ძაღლს собака არ უნდა ერქვას, dog უნდა ერქვას – ამ სისულელეებში, არარეალურ აბსურდულ საუბრებში არიან – ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ, 300 ათასი ხმა გაყალბდაო. ვისაც ამ სიგიჟეების სჯერა, უნდა გააპროტესტოს, მაგრამ მეორე კატეგორიაა, ვინც ბულინგს ექვემდებარება, მაგრამ, ასეთი ადამიანები, საბედნიეროდ, ბევრნი არ არიან“,- განაცხადა მდინარაძემ.