მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – ჯაშუშებმა სცადეს, საკუთარი უსუსურობა ხალხს გადააბრალონ, ოღონდ აჯანყებისკენ მოწოდებით – მათი გეგმაა, რომ გეგმა იქნება ხვალ ან ზეგ

ჯაშუშებმა სცადეს, საკუთარი უსუსურობა ხალხს გადააბრალონ, ოღონდ აჯანყებისკენ მოწოდებით – მათი გეგმაა, რომ გეგმა იქნება ხვალ ან ზეგ,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციას სურს აჯანყება, გადატრიალება და ომი და ამას აღარც ფარავენ.
„ეს ის შემთხვევაა, როდესაც, საბედნიეროდ, ვერც ერთს ახერხებენ, ვერც მეორეს და ვერც მესამეს და ახლა ხალხს აბრალებენ, ხალხო თქვენ უნდა აჯანყდეთ, ჩვენ არაო და ხალხს მოუწოდებენ აჯანყებისკენ. ოღონდ, არათუ აჯანყების, არამედ ელემენტარულად, სიტუაციის შეცვლის თავი არ აქვთ არანაირი მიმართულებით, პოლიტიკური რესურსიც ნული და მწირი აქვთ. რატომ იცით?! ქართველებმა თავისი ისტორიული მეხსიერებიდან და სიბრძნიდან გამომდინარე, მათ არც ამ ჯერზე არ მიანიჭეს არანაირი ლეგიტიმაცია. როდესაც საქართველოში ტარდება და პირველ ადგილზე გასულ მმართველ პარტიას, გამარჯვებულ პარტიას, მეორე ადგილზე გასული პარტია ჩამორჩება 900 ათასი ხმით, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ლეგიტიმაცია არის ნულოვანი და ახლა ცდილობენ ეს ამბავი ხალხს გადააბრალონ და ამასობაში ჩაუფინონ ისიც, რომ ხალხზე გადაიტანონ მოწოდება აჯანყებისა.
რა მუხტსა და გეგმებზე უნდა ვილაპარაკოთ, მათი გეგმაა, რომ გეგმა იქნება ხვალ ან ზეგ. ყოველდღიური გეგმა ეს არის. ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს. როდესაც შენ ატყუებ საზოგადოებას, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა, ჩიხში შედიხარ შენ თვითონ. 300 ათასი ხმის გაყალბებას ელექტრონულ არჩევნებში არ იჯერებს არც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთ ტყუილებში გაიხლართნენ, რომ ჩიხური სიტუაცია თავად შექმნეს. ვერც პატრონებთან ვეღარ ლაგდებიან, ხალხთანაც მისასვლელი აღარ აქვთ – გუშინაც ნახეთ ხომ, აქცია ჩაატარეს, რამდენიმე ასეული ადამიანი ძლივს მოიყვანეს, ვერც ერთი [ლიდერი] ვეღარ გამოჩნდა, ერთი საერთოდ სადღაც გაიპარა, დაიმალნენ, თავის აქტივისტებს ემალებიან“, – განაცხადა მდინარაძემ.