მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხზე არ აინტერესებთ ეუთო/ოდირის პოზიცია, რელიგიაზე – საპატრიარქოს პოზიცია, ეკონომიკაზე – სანქციას დავაწესებთ თუ არა, სამართალზე – სასამართლოს პოზიცია

არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხზე არ აინტერესებთ ეუთო/ოდირის პოზიცია, რელიგიაზე – საპატრიარქოს პოზიცია, ეკონომიკაზე – სანქციას დავაწესებთ თუ არა, სამართალზე – სასამართლოს პოზიცია, ამ დამოკიდებულების ხალხია, წაშალეს ყველანაირი ლოგიკა , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ განაცხადა. მდინარაძე გამოეხმაურა პარტია „გახარიას საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრის ს განცხადებას, რომელმაც, მდინარაძის თქმით, განაცხადა, რომ „პარლამენტის ლეგიტიმაცია პოლიტიკური თემაა და ეუთო/ოდირი არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია“.
მდინარაძის თქმით, მთავარი ორგანო, რომელიც ს საკითხზე გასცემს დასკვნას არის – ეუთო/ოდირი, ხოლო, ოპოზიციას არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხზე არ აინტერესებს ეუთო/ოდირის პოზიცია და მათ წაშალეს ყველანაირი ლოგიკა.
„პარლამენტის ლეგიტიმაცია პოლიტიკური თემაა“- ამბობს ერთ-ერთი „გახარია“. „ეუთო/ოდირი არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია“, – ანუ ეუთო/ოდირს ვინ ეკითხება ლეგიტიმაციასო, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხზე არ აინტერესებთ ეუთო/ოდირის პოზიცია, რელიგიაზე არ აინტერესებთ საპატრიარქოს პოზიცია, ეკონომიკაზე არ აინტერესებთ სანქციას დავაწესებთ თუ არა, თავს დავიზიანებთ თუ არა, სანქციების შედეგი არ აინტერესებთ. სამართალზე არ აინტერესებთ ქართული და სტრასბურგის სასამართლოს პოზიციები, ამ დამოკიდებულების ხალხია, წაშალეს ყველანაირი ლოგიკა, ყველაფერი წაშალეს, თურმე ეუთო/ოდირს ვინ ეკითხება რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვინმე ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. მთავარი ორგანო, რომელიც ამ საკითხზე გასცემს დასკვნას და არჩევნების სადამკვირვებლო მისიას ქმნის ჩადის ქვეყნებში და აკვირდება და შემდეგ ამბობს, რომ ეს იყო თუ არა კონკურენტული არჩევნები და ამით მისცემს თუ არა ლეგიტიმაციას ხელისუფლებებს კონკრეტულ ქვეყნებში, არის – ეუთო/ოდირი. აქამდე მთელი მსოფლიო აღიარებდა ამას და ახლა ბექა ლილუაშვილმა ამოატრიალა ეს ამბავი, საოცარი ხალხია. ანუ, ცივილიზებული სამყარო აღიარებს რაღაც პრინციპს და ბექა ლილუაშვილი არა, მოვუწოდებ აქციაზე მდგომ ხალხს, თქვენ, ან დაუჯერეთ ცივილიზებულ სამყაროს და მის მიდგომებს, მათ შორის, ეუთო/ოდირს, ან ბექა ლილუაშვილს, მეორე „პატარა გახარიას“. ამაზე სერიოზული პასუხები როგორ უნდა გავცეთ, ეუთო/ოდირის დასკვნა ნიშნავს ეუთო/ოდირის დასკვნას, რომელიც არის ლეგიტიმაციის საფუძველი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – ალენ ბერსეს ვესაუბრე ჩემს ამბავზე, უფრო მეტი ვილაპარაკე სხვა პოლიტპატიმრებზე – ჩემი თავი ჯანდაბას, სხვები ისეთ დღეში არიან, იმ ხალხს უნდა შველა – ცაში არ დაფრინავენ, კარგად არიან ინფორმირებულები