მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – თავის უნიათობას, უპერსპექტივობას და იმას, რომ გაშიფრულები არიან როგორც აგენტები, ხალხს აბრალებენ და ლანძღავენ, „გაუნათლებელს“, „ბრბოს“ უწოდებენ

თავის უნიათობას, უპერსპექტივობას და იმას, რომ გაშიფრულები არიან როგორც აგენტები, ხალხს აბრალებენ და ლანძღავენ, „გაუნათლებელს“, „ბრბოს“ უწოდებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, ლანძღავენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რაც არა მხოლოდ შეურაცხყოფა, არამედ, ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლის წაქეზება და მოტყუებაა, თითქოს, მათ რეიტინგები აქვთ და „ცუდმა“ ადამიანებმა „კარგი“ ადამიანები დაფარეს.
„ახლა რაც ხდება სოციალურ ქსელებში: თავის უნიათობას, თავის უპერსპექტივობას, თავის აგენტობას და იმას, რომ გაშიფრულები არიან, როგორც აგენტები, ხალხს აბრალებენ და ლანძღავენ. „გაუნათლებელს“, „ბრბოს“ და მსგავსს უწოდებენ, რაც არის არა მხოლოდ შეურაცხყოფა, ეს არის საკუთარი ამომრჩევლის წაქეზება და მოტყუება, თითქოს, მათ რაღაც რეიტინგები აქვთ და მერე სხვა „ცუდი“ მოქალაქეები, მათი აზრით საშინელი ხალხი, 1 100 000-ზე მეტი ადამიანი, ფარავს ამ ადამიანებს და ასე ყოფენ ამ საზოგადოებას. მათი მსხვერპლიც კი, შეიძლება ძალიან ბევრი კარგი ადამიანი იყოს, რომელმაც დაიჯერა, რომ ამ ქვეყანას მართავს დღეს რუსული ხელისუფლება. უბედურებაა ეს ცალკე აღებული, წლების განმავლობაში, ტვინში უბეჭდავენ „რუსული, რუსული“, არგუმენტის გარეშე – ხომ უნდა დაფიქრდე, ადამიანი?! ეს კი არ ამართლებს რომელიმე ამომრჩეველს, უბრალოდ მე მათ არ ვერჩი არასდროს. ბევრი კარგი ადამიანი მინახავს, რომელიც რწმენაშია, რომ ამ ქვეყანას მართავს რუსული ხელისუფლება, რწმენა ჩამოუყალიბეს ასიათასჯერ გამეორებული სიგიჟით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კოკა მორგოშია: ორივე პოლუსმა მოახერხა ის, რომ ახლა ოცნების და ოპოზიციის ბედი დამოკიდებულია ამერიკელებეზე და ევროპელებზე, როგორც ისინი გადაწყვეტენ, იმ “პალაჟენიაში” დრჩება ოპოზიციაც და ოცნებაც