მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას!

„ქართული ოცნება“ გეგმავს, ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს მის მიერვე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ეს იქნება მიზეზი, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობა“ და „მისი სატელიტები“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ:
„ისინი ჯერ კიდევ ლაპარაკობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. სინამდვილეში, განა არ მიიღებენ, ვერ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას! ამას უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფო და მისი კონსტიტუციური წესრიგი“.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისია შექმნის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებს:
„ამ ეტაპზეც კი მკაფიოდ იკვეთება, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება ამ პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების მყარი სამართლებრივი საფუძველი და საკონსტიტუციო სასამართლოც, დარწმუნებულები ვართ, გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ამ ქვეყანაში ჩატარებულ ვერცერთ არჩევნებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. როგორც ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პარტიები, ისინი არაკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აეკრძალებათ საქმიანობა!“
ამავე ბრიფინგზე მან თქვა, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში მათ მიერვე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატს აფართოებს – მათი საქმიანობა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის (2003-2012 წელი) პერიოდით.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შემსწავლელი კომისიის შექმნაზე „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 9 იანვარს ისაუბრა. „ქართული ოცნების“ მიერ 5 თებერვალს კომისიისთვის განსაზღვრული მანდატით, შესასწავლი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებში ყოფნის პერიოდი. უფრო ზუსტად: