მამუკა მდინარაძე – „ნაცმაიდნის“ განხორციელების საშუალებას არავის მივცემთ, გამორიცხულია – სიტყვით გაპროტესტება არავის უცდია, ძალით ცდილობენ და სახელმწიფოს ვერ მოერევიან

„ნაცმაიდნის“ განხორციელების საშუალებას ჩვენ მათ არ მივცემთ, გამორიცხულია – თავად მიტინგის მიმდინარეობისას, სიტყვით გაპროტესტება არავის უცდია, ცდილობენ ძალით და ძალით სახელმწიფოს ვერ მოერევიან, რომელიც თავის ადგილას დგას – ამ ქვეყანას გმირი პოლიციელები პოლიციელები, რომლებიც არავის დაანებებენ მას მოგონილი თემებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, მათ „სწორი გადაწყვეტილებით, 16-20 დეკემბრის ძალიან ცუდი მოვლენები ცოტათი ადრე გადმოუწიეს”.
„დიახ, „ნაცმაიდნის” განხორციელების საშუალებას ჩვენ მათ არ მივცემთ, გამორიცხულია. ჩვენ ერთგვარად, ჩვენი ამ სწორი გადაწყვეტილებით, 16-20 დეკემბრის ძალიან ცუდი მოვლენები ცოტათი ადრე გადმოვუწიეთ. ჩვენს განცხადებაში ევროინტეგრაციის არათუ შემაჩერებელ, არამედ შემაფერხებელ რაიმე ფრაზას, წინადადებას ან სიტყვასაც კი ვერავინ იპოვის ვერასდროს. მსგავსი ფრაზა, სიტყვა ან ფრაზა ჩვენს გუშინწინდელ განცხადებაში არ არის. პარადოქსია, რომ ხალხს აპროტესტებინებენ ისეთ რამეს, რაც ბუნებაში არ არსებობს. აქ ხომ მარტივია გავიაროთ რასთან გვაქვს საქმე, უმარტივესად, რამდენიმე წამში – ეუბნებიან, რომ აპროტესტებთ, რაც თქვა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ.
აპროტესტებინებენ იმას, რაც არ უთქვამს კობახიძეს, რაც არ გვითქვამს ჩვენ.
ერთადერთი, რაზეც იყო საუბარი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ისაა, რომ ჩვენ ვიქნებით თუ არა მახვეწარის როლში. არა, არ ვიქნებით. უკაცრავად ნახევრად ჟარგონისთვის. თუ კი ვინმე ჩათვლის, რომ იმ მოსალოდნელ ვადაზე ადრე, საქართველომ შეიძლება მიიღოს პრივილეგია და გაეხსნას მოლაპარაკებები, კი ბატონო, დღესვე მოვაწერთ ხელს. იმაზე ადრე, ვიდრე ასოცირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 90%-ს შევასრულებთ. გაგვტესტონ, არ უნდათ? გამოგვცადონ, არ უნდათ? მათ ხომ ჰგონიათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ. გამოგვცადონ და დღესვე დაიწყონ გაწევრიანებაზე საუბარი. დიდი სიხარულით, გულწრფელით თან, დღესვე ვაწერთ ყველანაირ მსგავს დოკუმენტს ხელს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, სოციალურ ქსელში ვრცელდება მოწოდებები, რომლებიც „სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“.
„სოციალურ ქსელში გამოჩნდა ისეთი მოწოდებები, რომლებიც სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მათ შორის, როგორ შექმნან „ევრომაიდანი“; როგორ დააყენონ მავთულხლართები; როგორ დააყენონ ბარიკადები წინასწარ; როგორ არიონ ქვეყანა; როგორ დაამხონ ეს ხელისუფლება. ამას სჭირდება რეაგირება. არ ვამბობ, რომ ეს რეაგირება უნდა იყოს ასეთი ან ისეთი. უბრალოდ, ამ მოწოდებებს შეგვაჩვიეს, ყური შეაჩვიეს. არადა, თავად მიტინგის მიმდინარეობის დროს, სიტყვით გამოსვლა არ უცდია არავის. მეტი მტკიცებულება რა დადონ? მშვიდობიანს რომ ეძახიან ან ჩვენი რომელიმე პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი ან ქართველი, მხოლოდ ეთნიკურად, ისე ქართველობის მაგათ არაფერი სცხიათ, გაითვალისწინონ ისიც, რომ არავის უცდია ერთი სიტყვის თქმა, რაიმეს გაპროტესტება სიტყვით. ისინი ცდილობენ ძალით და ძალით სახელმწიფოს ვერ მოერევიან, რომელიც თავის ადგილას დგას. ამ ქვეყანას გმირი პოლიციელები პოლიციელები, რომლებიც არავის დაანებებენ ამ ქვეყანას მოგონილი თემებით. როგორც მინიმუმ, შეფასება სჭირდება იმ მოწოდებებს, რომლებიც გაისმის ხოლმე მიტინგის ორგანიზატორების მხრიდან. როგორც ჩანს, ეს კარგად აქვთ ნასწავლი „ფრანკლინის კლუბში“.
სხვათა შორის, როდესაც აკავებენ ხოლმე ადამიანებს, მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ იქ უმეტესად აღმოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც ფრანკლინის კლუბში დატრენინგებული, მაინც და მაინც არ არის. კარგად დატრენინგებული ადამიანები, ისევე როგორც „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა განშტოების ლიდერები, ყოველთვის ახერხებენ ხოლმე თავის დაღწევას. მერე ხან, ოპერატორი ზიანდება, ხან აქტივისტი, რომელიც მოატყუეს და შეიძლება, მართლა გულწრფელად იყოს იქ“, – განაცხადა მდინარაძემ.