მამუკა მდინარაძე – „ნაცების“ პარტიები აიკრძალებიან წელსვე – ჯერ ხალხი გასცემს საკადრის პასუხს და შემდეგ ჩვენ, საკონსტიტუციო სარჩელით – დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გზა არ ექნება, თუ ოდნავ მაინც ობიექტურად განსჯის

„ნაცების“ პარტიები აიკრძალებიან წელსვე – დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გზა ნამდვილად არ ექნება, თუკი ოდნავ მაინც ობიექტურად განსჯის ამ საკითხს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მდინარაძე ამბობს, რომ მისი გუშინდელი განცხადების გამო, „ვიღაცებს იმედები გაუჩნდათ”, თუმცა მისივე თქმით, ოქტომბრამდე პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევა.
„ვიღაცას ზედმეტი იმედები რომ არ გაუჩნდეს, ჩვენი მხრიდან, არჩევნებამდე, ანუ ოქტომბრამდე, რაც კი პარლამენტზეა დამოკიდებული, აბსოლუტურად ყველა ეტაპი იქნება გავლილი, თავისი სარჩელის შეტანით. დარჩება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. გუშინ ჩემი განცხადების შემდეგ, ვიღაც-ვიღაცებს იმედები გაუჩნდათ, მაგრამ ვადის გადაწევამ, რაც კომისიამ აბსოლუტურად საფუძვლიანად მოითხოვა, პროცესების მაქსიმუმ, 2-3 თვით გადაწევა გამოიწვია. ჩვენს მხარეზე რაც არის დამოკიდებული, ოქტომბრის თვემდე, სექტემბერში, უკვე ყველა პროცესი იქნება დასრულებული, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით, “ნაცების” პარტიების აკრძალვის შესახებ“, – განაცხადა მდინარაძემ.
როგორც უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, ძალიან დიდი შანსია ოპოზიციურ პარტიებს „უცხოელმა პატრონებმა“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა დაავალონ.
“ძალიან დიდი შანსია, რომ ვინაიდან, ეს არის მათთვის უკანასკნელი , “ნაცმოძრაობაზე” და მის კლასტერზე მაქვს საუბარი, დაავალონ მათ არჩევნებში მონაწილეობის მოღება. ზოგი ჭირი მარგებელია – მე მგონია, რომ ხალხის და შემდეგ ჩვენი პარტიის პასუხი ერთობლიობაში ძალიან კარგი იქნება. ჯერ ხალხი გასცემს საკადრის პასუხს და მერე ჩვენ გავცემთ ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელით. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გზა ნამდვილად არ ექნება, თუკი ოდნავ მაინც ობიექტურად განსჯის ამ საკითხს. “ნაცების” პარტიები აიკრძალებიან წელსვე,” – განაცხადა მდინარაძემ.