მამუკა მდინარაძე: მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს, დამხობისკენ მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ სიტყვით ვითომ თავს იზღვევენ

მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს, არაფერში ჯდება, როცა ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, დამხობისკენ მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია, რის გამოც ოპოზიციის წარმომადგენლები ამავდროულად ახსენებენ „მშვიდობიან დამხობას“.

„მართლა მიკვირს ერთი რამ, ჯერ ერთი, რამხელა შიში აქვთ და რა სიმხდალეა ჩადებული იმაში, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით, ან სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე. მშვიდობიანი მკვლელობა, შეიძლება ასე ვილაპარაკოთ? სიტყვა დამხობა თავისი არსით  შეიცავს ისეთ შინაარსს, რომ მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს. ანუ, თუ დამხობას ამბობს, იმისი თავი უნდა ჰქონდეს, რომ მშვიდობიანი არ დააყოლოს და თუ დამხობა უნდა, დაამხოს და გაეცემა შესაბამისი პასუხი. თუ ვერ ამბობს, მშვიდობიანს ნუ ამატებს. ადამიანების მშვიდობიანი დახოცვა, შეიძლება ასეთი რამ ილაპარაკო? ასეთ სისულელეს ამბობენ. ვითომ აზღვევენ, რადგან დამხობისკენ მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია და მშვიდობიანის კონტექსტს თუ შექმნიან, ამით დაიზღვევენ თავს. არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როცა ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს“, – განაცხადა მდინარაძემ.