მამუკა მდინარაძე – მიუხედავად ყველაფრისა, ეს თემა დახურულია – საქართველოში უცხოელები ვერ შეამოწმებენ ქართული შტოების წარმომადგენლების კეთილსინდისიერებას, გამორიცხული ამბავია

მიუხედავად ყველაფრისა, ეს თემა დახურულია. საქართველოში უცხოელები ვერ შეამოწმებენ ქართული შტოების წარმომადგენლების კეთილსინდისიერებას, გამორიცხული ამბავია, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მ ჟურნალისტებთან ე.წ ვეტინგის სისტემაზე საუბრისას განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით ისინი არგუმენტებს კოლეგებს ნებისმიერ ფორმატში გაუცვლიან.
„მიუხედავად ყველაფრისა, ეს თემა დახურულია. საქართველოში უცხოელები ვერ შეამოწმებენ ქართული შტოების წარმომადგენლების კეთილსინდისიერებას, გამორიცხული ამბავია. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არგუმენტებს გავუცვლით ჩვენს კოლეგებს ნებისმიერ ფორმატში. ყველას ავუხსნით, რატომ არ შეიძლება ქვეყნის სუვერენიტეტში ამგვარი ჩარევა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტში არცერთი ჩარევა არ შეიძლება.
„არ შეიძლება. კონსტიტუციის დარღვევისკენ ამგვარი მოწოდებები ნამდვილად არ შეიძლება. ჩვენ მეგობრებს მეგობრულად ავუხსნით ყველა დეტალს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ისეთ ევროინტეგრაციას რა ვუთხარი, ლგბტ პროპაგანდაზე რომ გადის მისკენ გზა – წარმოუდგენელია, ვიღაცამ გვითხრას ქართველებს, რომ თუ ბავშვებში არ დაიწყეთ ლგბტ პროპაგანდა, მაშინ ევროპას ვერ ეღირსებით