– მე რომ ოპოზიციონერი ვიყო და ვიღაცა მეუბნებოდეს, 300 ათასი ხმა გაგიყალბესო, რა გამაჩერებდა სახლში?! აქ არ უნდა იყოს ახლა ყველა? რატომ არ არიან?

მე რომ ოპოზიციონერი ვიყო, ოპოზიციონერი აქტივისტი და ვიღაცა მეუბნებოდეს, რომ 300 ათასი ხმა გაგიყალბესო, რა გამაჩერებდა სახლში?! აქ არ უნდა იყოს ახლა ყველა? რატომ არა არიან? – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, იმის მტკიცებას, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა „თავხედობის ხარისხი სჭირდება“.
„მაინტერესებს. რომელი ან ჟურნალისტი, ან ვინმე შემოვა პოლემიკაში, რომ, დიახ, თურმე ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა. რომელი შემოვა პოლემიკაში და რომელი დამისვამს ამაზე კითხვას, ძალიან მაინტერესებს. გაბედვა უნდა ამას. ამას სჭირდება თავხედობის ხარისხი. შუბლზე ძარღვის გაწყვეტა კი არ სჭირდება, შუბლზე ძარღვის არქონა სჭირდება ასეთი თავხედობების მტკიცებას. შესაბამისად, ქართველი ხალხი რატომ არ დგას დღეს გარეთ? რატომ არიან დაორგანიზებული ერთეული ადამიანები? იმიტომ, რომ ასეთ რაღაცას არავინ იჯერებს.
მე რომ ოპოზიციონერი ვიყო, ოპოზიციონერი აქტივისტი და ვიღაცა მეუბნებოდეს, რომ 300 ათასი ხმა გაგიყალბესო, რა გამაჩერებდა სახლში?! აქ არ უნდა იყოს ახლა ყველა? რატომ არ არიან? რამდენიმე ასეული ადამიანი რატომაა აქ, ვერ ვხვდები?! წარმოიდგინეთ, თქვენ რომ იყოთ ოპოზიციონერი აქტივისტი და ვიღაცამ დაგაჯეროთ, 300 ათასი ხმა გაგიყალბეს ელექტრონულ არჩევნებშიო, ფოკუსი ჩაგიტარესო, არაბუნებრივი, ეშმაკი ჩასვეს აპარატშიო… ეს რომ გაკადრეს, უნდა გამოხვიდე გარეთ! რატომ არ არიან ეს ადამიანები, ვერ ვხვდები?! გაოგნებული ვარ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)