მამუკა მდინარაძე: … მაშინ ხვალ გარანტირებულად მილიონზე მეტი ადამიანი [მოვა]

მამუკა მდინარაძე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. კომენტარი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ გააკეთა.

„ეს არის ცალსახა პროვოკაცია – ორი აზრი არ არის. სხვათა შორის, წინა აქციებისგან განსხვავებით, ახალგაზრდები დღეს საერთოდ არაფერს აპირებდნენ. სხვა შემთხვევებში თუ იყო რაღაც პროვოკაციები, დღეს ისინი არაფერს აპირებდნენ, რომ არა „ნაცმოძრაობის“ ლიდერებისა და ამაღლობელის პროვოკაციული მოწოდება, რომ სცენაზე ასულიყვნენ. სპეციალურად მოაწყვეს ეს პროვოკაცია, რომ რაღაცნაირად ხვალინდელი აქცია ჩაეშალათ. შეუძლებელია ამის გაკეთება, მაგრამ მაინც ამის მცდელობა იყო. ან ჩიტაძეზე რატომ ავიდნენ? დაინახეს ჩიტაძეზე პოლიციელები დამატებით და ავიდნენ ჩიტაძეზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე გააკეთა კომენტარი დღევანდელი აქციის მონაწილეთა რაოდენობის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლებმის განცხადებებზე. „თუ მათ დავუჯერებთ, რომ იქ 160 ათასი ადამიანი იყო დღეს, მაშინ ხვალ [„ქართული ოცნების“ აქციაზე] გარანტირებულად მილიონზე მეტი ადამიანი [მოვა]“, – განაცხადა მდინარაძემ.