მამუკა მდინარაძე – მართლებს არასდროს არაფრის ეშინიათ – უკიდურესი პროვოკაციების რისკებს დავაზღვევთ, მათ შორის საინფორმაციო თვალსაზრისითაც

მართლებს არასდროს არაფრის ეშინიათ – უკიდურესი პროვოკაციების რისკებს დავაზღვევთ, მათ შორის საინფორმაციო თვალსაზრისითაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში დღესვე დაინიცირდება და მას საკანონმდებლო ორგანო, დაჩქარების გარეშე მიიღებს.
„ჩვენ ბოლო მომენტამდე ვიმეორებდით, რომ ჩვენ კანონებს არ დავაბრუნებთ. მათ შორის შეხვედრების დროს დონერების მხრიდან იყო პირობა, რომ დაფინანსება, ფინანსები იქნებოდა გამჭვირვალე. ამ დაპირების ფონზე, გამჭვირვალე კი არ გახდა, კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა და კიდევ უფრო შავი გახდა ის ფული, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით შემოდიოდა ქვეყანაში. მერე ამას როგორ ნიშნის მოგებით აღნიშნავენ სხვადასხვა აქტორები. მ თქვა, რომ მიზნობრიობის გარეშე მისცეს გრანტი. ეს ხომ ტყუილია. ესეი იგი, რამდენად გააშავა ფული რომ თქვა, რომ „დიახ, გასკდით გულზე, მიზნობრიობის გარეშე დაგვიმტკიცდა გრანტი“. ამ შემთხვევაში პირდაპირ თავხედურად აცხადებდნენ, რომ „მიზნობრიობის გარეშე დაგვიმტკიცდა თანხები“.
რაც შეეხება შარშანდელს, იქ იყო უკიდურესი პროვოკაციების რისკი, რასაც მაქსიმალურად დავაზღვევთ. უკიდურესი პროვოკაციების რისკებს დავაზღვევთ, მათ შორის, საინფორმაციო თვალსაზრისითაც. ერთი რამ უნდა ვაღიაროთ, შარშან კომუნიკაციაში ბოლომდე გამართულები მართლა ვერ ვიყავით,“ – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ეუთოს გენმდივნის ვიზიტზე – არის მოლოდინი, რომ „დიფ სთეითის“, ამჟამად ბრიუსელის მხრიდან ოპოზიციას კიდევ ექნება დახმარება, ამ დონის ადამიანის ჩამოსვლა კი ერთ-ერთი რესურსია, რომ ამას წერტილი დაესვას – ასეთი ვიზიტები ისტერიკაში აგდებს ოპოზიციას