ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით “გირჩის” ინიციატივაზე: …ვნახოთ

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძემ აცხადებს, რომ “გირჩის” ინიციატივაზე პოლიტიკური ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით „მსჯელობა შეიძლება”.
უფრო კონკრეტულად, მდინარაძემ აღნიშნა, რომ თუ ინიციატივა სხვა პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების გარკვეულ წრეში მაინც მოიპოვებს მხარდაჭერას, მასზე მსჯელობა შეიძლება.
“ჩემი აზრით, ეს არის უმცირესობის უმცირესობის აზრი და თუკი რაიმე მხარდაჭერას მოიპოვებს სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოების გარკვეულ წრეში მაინც, არა ფართო მასებში, არამედ გარკვეულ წრეებში მაინც, შეიძლება ამაზე მსჯელობა, მაგრამ გონია, რომ ეს მაინცდამაინც დღეს მისაღები პრაქტიკა არ არის, თუმცა, შეიძლება ამაზე მსჯელობაც. აბა ვნახოთ, იაგოს [ხვიჩია] “გირჩის” მოსაზრებას გასცდება თუ არა ეს კანონპროექტი და მერე ვილაპარაკოთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში ჩანს “ანტიამერიკული განწყობა”, შესაბამისად, “გირჩი” აპირებს პარლამენტში პოლიტიკური ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით კანონპროექტის შეტანას.
“ჩვენ შემოვიტანთ კანონპროექტს ლობიზმის დასაშვებად და შევამოწმებთ “ქართულ ოცნებას” თუ მართლაც იგივე უნდა, რასაც ამერიკული კანონი არეგულირებს”, – აცხადებს ხვიჩია.

“გირჩის” მოსაზრება იხილეთ აქ

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის, მათ შორის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცრის, ალი შამხანის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მკვლელობას ადასტურებს