მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადისზე – გავა წლები, გონზე მოვა და მიხვდება, რომ ასეთი ცინიზმი ქართველი პოლიციელის მიმართ წარმოუდგენელი და უპატიებელია

დარწმუნებული ვარ, სასჯელს მოიხდის, თუ მიუსჯის სასამართლო, გავა წლები და ეს ადამიანიც კი, გონზე მოვა და მიხვდება, რომ ასეთი ცინიზმი ქართველი პოლიციელის მიმართ არის წარმოუდგენელი და უპატიებელი, – ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მ, რომელიც შეეხებოდა ს განცხადებას, იმის შესახებ, რომ „არაფერს ნანობს“.
მამუკა მდინარაძის თქმით, ლაზარე გრიგორიადისის საქციელი მხოლოდ მისი ბრალი არ არის, ის გარკვეულმა პოლიტიკოსებმა წააქეზეს დანაშაულის ჩასადენად.
„ბრალდებულს რაც უთქვამს, ეს არის აღიარებასთან ერთად უკიდურესი ცინიზმი. ზოგადად ბრალის შემამსუბუქებელი გარემოებაა გულწრფელი აღიარება და მონანიება, მაგრამ როდესაც ცინიკურად უყურებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს და ასე ცინიკური განცხადებებით გამოდის, ეს არის ბრალის დამამძიმებელი გარემოება. თუმცა, იურიდიული შეფასება ჩვენ არ შეგვიძლია, მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე შეიძლება შევაფასოთ უკიდურესი ცინიზმი. თან მისი ბრალი კი არ არის მარტო, ეს ახალგაზრდა ადამიანი წააქეზეს ამ დანაშაულის ჩასადენად. არსებობენ სხვა ადამიანები, უკვე შემდგარ პოლიტიკოსებს რომ უწოდებენ თავის თავს, რომლებიც აქეზებენ, ამართლებენ. მოლოტოვის კოქტეილები რაღაც ბანერებზეც კი დახატეს, დაასურათეს და მიდიოდა ამის გამართლება, შესაბამისად ეს ადამიანიც ამ ნარატივზე გადაერთო და მივიღეთ მოლოტოვის კოქტეილის სროლა, პოლიციელის დაწვის მცდელობა და შემდეგ ამასთან დაკავშირებული ამის ავტორის მიერ ცინიკური დამოკიდებულება. რაც უკიდურესად დამაზიანებელი და სამწუხაროა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან “ინტერპრესნიუსის“ კითხვებს პასუხობს.
წერილში გრიგორიადისი აცხადებს, რომ ის „არაფერს ნანობს“. ასევე, ის საქართველოს პრეზიდენტის, ს მიმართ დადებით განწყობას აფიქსირებს და როგორც აღნიშნავს, მისი ოჯახი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ღამბაშიძე: მგონი პირველად მისი არსებობის მანძილზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთა, რაც თავდაყირა აყენებს ცენტრალურ ნარატივს, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის მხოლოდ ცუდი გააკეთა

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ – ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს, თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას

პროკურორი – მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა 18 წლის ბიჭმა გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა, ბრალდებულმა ის “რატის ბარის” უკანა სივრცეში ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა, დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, დაჭრილი მიატოვა და სუფრასთან დაბრუნდა