მამუკა მდინარაძე კითხვაზე, ჰქონდა თუ არა თურქეთში ყოფნისას თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია – ეს არის აგენტის მიერ მოგონილი ტყუილი – თურქეთში ვიყავი ოჯახთან ერთად დასასვენებლად

მე თურქეთში ვიყავი ოჯახთან ერთად დასასვენებლად, ხუთი დღით, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, კითხვას, ჰქონდა თუ არა თურქეთში ყოფნისას თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია.
მდინარაძის განცხადებით, თურქეთში თორნიკე რიჟვაძე არ უნახავს, მაგრამ ხშირად კითხულობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამბავს და ის კარგად არის.
„ეს არის აგენტის მიერ მოგონილი ტყუილი. მე თურქეთში ვიყავი ოჯახთან ერთად დასასვენებლად ხუთი დღით. ეს არის იმდენად ბინძური რამ, რომ აგენტების განიუსებას თავი უნდა დაანებოთ.
მე ვკითხულობ მის ამბავს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და არის კარგად და ძალიან მიხარია ეს ამბავი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.