მამუკა მდინარაძე – ისტორიული დღეა, საქართველოს დღევანდელი დღიდან ეყოლება ახალი პრეზიდენტი, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, მხოლოდ საკუთარ სამშობლოს მოემსახურება

დღეს ისტორიული დღეა. პირველი შემთხვევაა, როდესაც ახალი წესით, კანონმდებლობის ნორმის დაცვით, ამ ახალი პროცედურით იმართება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს დღევანდელი დღიდან ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც მხოლოდ საკუთარ სამშობლოს მოემსახურება.
“კანონმდებლობაშივე გაწერილია, რომ ინაუგურაცია იმართება საქართველოს პარლამენტში და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ყველა ნორმის დაცვით, პარლამენტში გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია. საქართველოს დღევანდელი დღიდან ეყოლება ახალი პრეზიდენტი – პრეზიდენტი, რომელიც აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, მხოლოდ საკუთარ სამშობლოს მოემსახურება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე პოლიციელს – ვითომ ტერორისტები დაიჭირეთ აქ – როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს სიტუაციაში არაფერი მოგემოქმედათ?

მამუკა ხაზარაძე – რატომ არ იბარებენ იმ ხალხს სასამართლო დარბაზში, ვისაც აქვს პრეტენზია ჩემსა და ბადრის მიმართ, რადგან ეს არის ერთი „კლანი“ – რით ჯობია წულუკიანი ნებისმიერს, რომელიც სასამართლოზე დადის?