მამუკა მდინარაძე – ისე არიან ერთმანეთში გადაზელილი „ნაცები“, მათი სხვა პარტიები, „ენჯეოები“, ადგილობრივი და საერთაშორისო „დამკვირვებლები“, თავს და ბოლოს ვერ გაარკვევ

ისე არიან ერთმანეთში გადაზელილი „ნაცები“, მათი სხვა პარტიები, „ენჯეოები“, ადგილობრივი და საერთაშორისო “დამკვირვებლები”, თავს და ბოლოს ვერ გაარკვევ, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი თანაგუნდელის გივი მიქანაძის განცხადებას, რომლის ინფორმაციით, ში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული, მათი ნაწილი კი პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან.
“წაშლილი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის” – ს დისკრედიტაციისთვის გამოგონილი, ეს სასაცილო წინადადება ალბათ გახსოვთ…
უყურეთ გივი მიქანაძის ბრიფინგს და ნახავთ, რა არის სინამდვილეში წაშლილი ზღვარი!
ზღვარი კი არა, ისე არიან ერთმანეთში გადაზელილი „ნაცები“, მათი სხვა პარტიები, ენჯეოები, ადგილობრივი და საერთაშორისო “დამკვირვებლები”, თავს და ბოლოს ვერ გაარკვევ“, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, როგორც გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იდენტიფიცირებულია რამდენიმე მიკერძოებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია: – „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“; „საქართველოს მომავლის აკადემია“; „საარჩევნო ლაბორატორია“; „მიშგოვ ლარდა“; „განათლების პროფესიული კავშირი“; „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი“ და ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია – „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ქსელი“. მიქანაძის განცხადებით, ეს მცირე ნაწილია იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ნეიტრალური ორგანიზაციის სტატუსის მორგებას ცდილობენ, სინამდვილეში კი უშუალოდ კავშირში არიან რადიკალური ფრთის პოლიტიკურ სუბიექტებთან.

ასევე დაგაინტერესებთ