: ივანიშვილის ქველმოქმედების მაგვარი მსოფლიო ისტორიაში არ გვახსენდება

მიდის მუშაობა, რომ დაგაკომპლექსონ და არ ახსენო. კომპლექსის გამომუშავება და ფსიქოლოგიური ტერორი მიდის, რომ ბიძინა ივანიშვილს აქ მადლობა უნდა გადაუხადო. ცხრაჯერ ახსენა ირაკლი ღარიბაშვილმა. ათჯერ, ან თერთმეტჯერ რომ ეხსენებინა, არ ეკუთვნის იმ ადამიანს? დამსახურება არ აქვს ამ ქვეყნის ან პარტიის წინაშე? უპრეცენდენტო ქველმოქმედება არ ჩაუდენია, რომლის მაგვარი, ალბათ, მხოლოდ საქართველოში კი არა, მსოფლიო ისტორიაში არ გვახსენდება არავის? მათ შორის, პოლიტიკური ქველმოქმედება. ჩვენ ერთმანეთზე რომ ვლაპარაკობთ და ძალიან გულწრფელები ვართ, მათ შორის, ირაკლი კობახიძის შეფასებაში, ამ დროს, ბიძინა ივანიშვილის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე არ შეგვიძლია თამამად საუბარი, რომელიც ყოველთვის არაბუნებრივად სწორ, გამჭრიახ და სწორი მიმართულებით გადაწყვეტილებებს იღებდა და ასეთ რჩევებს იძლეოდა, როდესაც ოდნავ დისტანცირებული იყო პოლიტიკისგან და როდესაც ჩართული იყო პოლიტიკაში, ისეთი სასწაულები არ დაალაგა, რომლითაც შეშფოთებულები და გაოგნებულები იყვნენ ჩვენი ოპონენტები და ამ ქვეყნის მოყვარული ხალხი ბედნიერი იყო?! ამ ყველაფერზე არ უნდა ვილაპარაკოთ?  – განაცხადა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ TV IMEDI-ს ეთერში.

 

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა