მამუკა მდინარაძე: [თორნიკე რიჟვაძე] ვერ მოვიკითხე, ტელეფონი არ აქვს

“ქართული ოცნების” ლიდერი, ამბობს, რომ აჭარს მთავრობის ყოფილი მეთური, თორნიკე რიჟვაძე პირადად არ მოუკითხავს.

მეტიც, როგორც მდინარაძემ თქვა, რიჟვაძე მისი “უახლოესი მეგობარი არასდროს ყოფილა”.

“ოცნების” წარმომადგენელი ამბობს, რომ რიჟვაძესთან არც დაურეკავს, რადგან ყოფილ მაღალჩინოსანს “ტელეფონი არ აქვს”.

“უახლოესი მეგობარი არასდროს არ ყოფილა. თანაგუნდელი იყო. ვმეგობრობდით, მეგობრობის ხარისხზე როგორ ვისაუბრო… მოვიკითხე ბევრჯერ, პირადად ვერ მოვიკითხე იმიტომ, რომ არ აქვს მას ტელეფონი და კომუნიკაცია საზოგადოებასთან. მისი ოჯახის წევრებთან გვაქვს კომუნიკაცია და ვიგებთ ყოველდღიურ რეჟიმში ამბავს, რომ არის უკეთ და უკეთ” – თქვა მდინარაძემ. 

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ,  ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ თურქეთში სამკურნალოდ მყოფ რიჟვაძესთან “საქმის დასალაგებლად” სწორედ მდინარაძე იყო წასული.

მდინარაძემ თურქეთში ყოფნა დაადასტურა თუმცა აღნიშნა, რომ ოჯახის წევრებთან ერთად დასასვენებლად იყო და რიჟვაძეს არ შეხვედრია.

პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ გუშინ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა  ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა.

საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ომი ჩვენს დავიწყეთო… ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო? თუ სამშობლო სხვა რამეა?