მამუკა მდინარაძე – ერთი პროცენტიც რომ დავუშვათ, რომ „ტვ პირველის“ ჯგუფზე ვიღაცამ შური იძია და ამით ხელისუფლების მხარდაჭერა გამოხატა, მინდა ვუთხრა ნებისმიერ მათგანს, რომ არის მავნებელი, რომელიც „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს

უნდა ვთხოვო საგამოძიებო ორგანოებს, სწრაფ ვადებში დაადგინონ ეს ყველაფერი, მაგრამ ვისაც არეულობა, ქაოსი და რაღაც ახალი, თავად როგორც უწოდებენ ე.წ კარწინკები სჭირდება, იმის გაკეთებულია სავარაუდოდ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა: „ერთი პროცენტიც რომ დავუშვათ, რომ „ტვ პირველის“ ჯგუფზე ვიღაცამ შური იძია და ამით ხელისუფლების მხარდაჭერა გამოხატა, მინდა ვუთხრა ნებისმიერ მათგანს, რომ არის მავნებელი, რომელიც „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს“.
„ამას გამოძიება სჭირდება, მაგრამ ერთი პროცენტიც რომ დავუშვათ, რომ მათი გაკეთებული არ არის, ვინც ეს გააკეთა არის მავნებელი ჩვეულებრივი. ერთი პროცენტი რომ დავუშვათ, რომ ვიღაცამ „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე შური იძია და თავს დაესხა და ამით ჰგონია, რომ ვითომ ან “ოცნებისკენ” ან ხელისუფლებისკენ მხარდაჭერის აქტი ჩაიდინა ან გამოხატა მხარდაჭერა, პირიქით – მე მინდა ვუთხრა ნებისმიერ მათგანს, რომ არის მავნებელი, რომელიც „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს. თუ ეს ისეთი ხალხის გაკეთებულია, ვინც მხარს გვიჭერს ან გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას და ამ ფორმით თუ გამოხატავს, ერთი პროცენტით ვუშვებ ამას, არც კი – მაშინ, ისინი არიან მავნებლები, ან უჭკუო მავნებლები, ან შეგნებული მავნებლები. რა თქმა უნდა, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ