– ერთი დიდი ოჯახია საქართველო, სამშობლო, რომლისთვისაც ბრძოლა არასდროს უნდა შეწყდეს – ყველა ოჯახს უნდა მივულოცოთ დღევანდელი დღე

ყველა ოჯახს უნდა მივულოცოთ დღევანდელი დღე, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, დღევანდელი დღე დამოუკიდებლობისა და ოჯახის პატივისცემის სიმბოლოა.
„გილოცავთ, ერთი დიდი ოჯახია საქართველო, სამშობლო, რომლისთვისაც ბრძოლა არასდროს უნდა შეწყდეს. ყველა ოჯახს უნდა მივულოცოთ დღევანდელი დღე და ოჯახის სიწმინდის დღის ჩუქებისათვის მადლობა გადავუხადოთ საქართველოს კათალიკოს პატრიარქს. დღევანდელი დღე სულ უნდა აღინიშნებოდეს, ბევრი რამის სიმბოლოა, განსაკუთრებით, დამოუკიდებლობის და ოჯახის პატივისცემის“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია