მამუკა მდინარაძე – ევროპარლამენტი ითხოვს, დასანქცირდეს მშვიდობის გარანტი, გათავისუფლდეს ომის გარანტი, დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, დავუწესოთ სანქციები რუსეთს – ჩვენი პასუხია: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ!

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, , ევროპარლამენტში დაგეგმილ რეზოლუციის კენჭისყრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან ითხოვენ ქველმოქმედი და მშვიდობის გარანტი სთვის სანქციების დაწესებას, ისევე როგორც მსჯავრდებული და ომის გარანტი ს შეწყალებას.
მდინარაძის თქმით, რეზოლუციის მოთხოვნებზე, რომელიც ზემოხსენებულის გარდა, მოიცავს “გამჭვირვალობის კანონის” გაუქმებას, ლგბტ პროპაგანდის დაშვებას და სთვის სანქციების დაწესებას, მმართველი გუნდის პასუხია, რომ საქართველო მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით გააგრძელებს ევროპისკენ სვლას.
„ევროპარლამენტი დღეს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომლითაც საქართველოსგან ითხოვს:
· დასანქცირდეს ქველმოქმედი და მშვიდობის გარანტი!
· გათავისუფლდეს მკვლელი და ომის გარანტი!
· გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი!
· დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა სკოლებსა და მედიასაშუალებებში!
· დავუწესოთ სანქციები რუსეთს, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეკონომიკას ჩამოაქცევს!
მგონი ყველაფერი გასაგებია! ასე მაგრად და პუნქტობრივად ჩვენი სლოგანის საჭიროება არავის დაუმტკიცებია!
ჩვენი პასუხი ასეთია: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ!” – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – მიხეილ სააკაშვილი მთავარი პოლიტიკური პატიმარია არამხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში – ის დაუყოვნებლივ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს რეზოლუციაში იყო მოთხოვნილი