„დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით – არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას!,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“ წერს.
მისი თქმით, USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი „დიფ სთეითს“ ემსახურება, „დიფ – სთეითი“ კი – ოლიგარქიულ გავლენებს.
„მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა „ნაც.აგენტურის“ და მისი პატრონების სუბორდინაციაში:
USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება „დიფ სთეითს“, „დიფ – სთეითი“ ოლიგარქიულ გავლენებს.
რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას: „დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით. შესაბამისად, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს.
არ იქნება სამართალი, – არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას!
ოლეე, ოლაა-ზე იხ. პრემიერის დღევანდელი კომენტარი“,- წერს მდინარაძე.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/90ab263d670fc1dacbdea08857a77d59.png-300x158.jpg)