მამუკა მდინარაძე – დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები

დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს.
მდინარაძის თქმით, პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ შეთავაზებას, ვეტოს პროცედურაში ჩაერთო უცხოელი პარტნიორები, უარით და დესტრუქციით უპასუხა.
„1.დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები
(ვეტოს ახალი ნაირსახეობის გამოგონებაზე კი სხვადასხვა თაობის იურისტები დიდი ხნის განმავლობაში იმსჯელებენ)
2.რაც შეეხება ჩვენს კონსტრუქციულ შეთავაზებას, ვეტოს პროცედურაში ჩაერთო უცხოელი პარტნიორები, მან უარით და დესტრუქციით უპასუხა!
3.„ნაცების“, მდიდარი ენჯეოების და მათი დავალების მიმცემების ყალბი პროექტი გამჭვირვალობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ – „არა რუსულ კანონს” ჩავარდა!
#კიგამჭვირვალობას
#კისაქართველოსდამოუკიდებლობას
#ღირსებითევროპისკენ“, – წერს მამუკა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ