– დიახ, „ტექნიკურ მისიასთან“ ტექნიკური სტაფის წარმომადგენლები ითანამშრომლებენ, მაგრამ ჯერ გავარკვიოთ რა ტექნიკური მისიაა – საერთაშორისო გამოძიება, არა თუ მიუღებელი, არამედ შეურაცხმყოფელია

დიახ, „ტექნიკურ მისიასთან“ ტექნიკური სტაფის წარმომადგენლები ითანამშრომლებენ, მაგრამ ჯერ გავარკვიოთ რა ტექნიკური მისიაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „ითანამშრომლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება „ტექნიკურ მისიასთან“.
მდინარაძის შეფასებით, „საერთაშორისო გამოძიება, არა თუ მიუღებელი, არამედ შეურაცხმყოფელია“.
„დიახ, ტექნიკურ მისიასთან ტექნიკური სტაფის წარმომადგენლები ითანამშრომლებენ, მაგრამ ჯერ გავარკვიოთ რა „ტექნიკური მისია“. თუ თქვენ როგორც ბრძანებთ, ეროვნული თავმოყვარეობის გამორიცხვით, რომ ვიღაცა გარედან უნდა ჩამოვიდეს და რაღაცა შენს ქვეყანაში გამოგიძიოს, თავმოყვარეობის ამბავია რომ ამაზე არ უნდა ილაპარაკოთ. მათ შორის, არც ჟურნალისტებმა. გარედან, როგორც კი გამოძიებას გიხსენებენ, შენ ქვეყანაში, შიდა საქმეებში გარედან უნდა ჩაერიოს ვიღაცა და თან გამოძიებით, ამ შეურაცხყოფაზე ნუ წახვალთ.
ჯერჯერობით ტექნიკური მისიის ფორმატი არ ვიცით. [ჩვენ] ვითანამშრომლებთ, ტექნიკური სტაფერი ჩამოვა, ტექნიკურ სტაფერი შეხვდება, პოლიტიკოსი ჩამოვა პოლიტიკოსი შეხვდება, რაღაცა ტექნიკური მისია იქნება ტექნიკურად გავცემთ პასუხს“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირიდან „ტექნიკური მისიის“ ჩამოსვლა იგეგმება, რომლის მიზანი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების შესწავლა იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა