მამუკა მდინარაძე – დემოკრატიულმა სამყარომ ბალანსი პლურალიზმსა და სტაბილურობას შორის მოძებნა და ამისათვის, ძირითადად ცივილიზებული სამყაროს უფრო მეტ ქვეყანაში დაადგინა, რომ არის 5%-იანი ბარიერი

წელს ამაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი, არ ყოფილა რეკომენდაცია, მოწოდება ამის შესახებ, იმიტომ, რომ ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტში მიიჩნევა, რომ სწორედ 5-პროცენტიანი ბარიერი უზრუნველყოფს პლურალიზმის და დემოკრატიის ხარისხის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების, დემოკრატიაში ხალხის მაქსიმალურად ჩართულობის ბალანსის მთავარ გარანტს – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მ 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის შემცირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი განმარტებით, საარჩევნო ბარიერის დაწევა არ განიხილება, ვინაიდან, ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებშიც, ბარიერი სწორედ 5 პროცენტია.
„გახარიებმა” დღეს პირველად გააკეთეს სწორი განცხადება, იმიტომ, რომ მათთვის სულ ერთია – გინდა 5%-იანი ყოფილა, გინდა 15%-იანი, ვერც ერთს ვერ ლახავენ, ამიტომ სწორია მათი განცხადება, სულერთია მათთვის.
ბარიერის დაწევა არ განიხილება, იმიტომ რომ საითკენაც ჩვენ ვიღვწით, სადაც ჩვენ შევდივართ, სადაც კანდიდატის სტატუსს მივიღებთ 15 დეკემბერს, ანუ ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტში, ბარიერი არის სწორედ 5 პროცენტი. მათ შორის, კანდიდატ ქვეყნებში, როგორიცაა მოლდოვა და . ამის შესახებ ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც გაკეთდა განცხადებები, რომ ვერც ერთი გაერთიანება ვერ მოუწოდებს და ვერ დააძალებს სხვა ქვეყანას, რაც მასთან არის, იმის საპირისპირო გაკეთდეს რომელიმე ქვეყანაში”, – აღნიშნა მდინარაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები სასაცილო ხდება, ვინაიდან, ერთი მხრივ ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლა სურთ, მეორე მხრივ კი არ აქვთ იმედი, რომ 5-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს გადალახავენ.
“სასაცილო ხდება უკვე მათი განცხადებები. როდესაც თან ლაპარაკობენ, რომ “ჩვენ უნდა შევცვალოთ “ოცნების” ხელისუფლება” და თან იხვეწებიან 5%-იანი ბარიერის დაწევას, იმიტომ რომ უბრალოდ, პარლამენტარობა უნდათ, აქ ბალანსი უნდა მოძებნონ რაღაცნაირად, თორემ, დემოკრატიულმა სამყარომ ბალანსი პლურალიზმსა და სტაბილურობას შორის მოძებნა და ამისათვის ძირითადად ცივილიზებული სამყაროს უფრო მეტ ქვეყანაში დაადგინა, რომ არის 5%-იანი ბარიერი”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკკეინის ინსტიტუტი შეფასებას აქვეყნებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO – ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი