მამუკა მდინარაძე – დათბა დღეს და გამოეფინა აგენტურა, FARA-ც რუსული კანონიაო – ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?!

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ახალი დავალება აქვთ მიღებული, ამერიკული FARA-ს ქართულ ანალოგს კვლავ „რუსულ კანონი“ რომ უწოდონ.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„დათბა დღეს… ახალმა დავალებამაც არ დააყოვნა და გამოეფინა აგენტურა – FARA-ც რუსული კანონიაო… ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?!
არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!“,- წერს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ „-ში მოქმედი „ფარა“ დამოუკიდებელი არასამთავრობოებისა და მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს“.