მამუკა მდინარაძე – „გლობალური ომის პარტიას“ რომ ვახსენებთ, ირონიული ღიმილი გვეგებება, ამ დროს კი, ერთ დღეში რამდენიმე ათასი ბანერის დაბლოკვა, რომელზეც სიმართლე იყო დატანილი და არგუმენტების არწარმოდგენა ნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობის“ მეთოდები ისევ ძალაშია

„გლობალური ომის პარტიას“ რომ ვახსენებთ ხოლმე, ირონიული ღიმილი გვეგებება ცალკეული ადამიანების მხრიდან, ამ დროს კი, ერთ დღეში რამდენიმე ათასი ბანერის დაბლოკვა, რომელზეც სიმართლე იყო დატანილი და არგუმენტების არწარმოდგენა ნიშნავს იმას, რომ „ნაცმოძრაობის“ მეთოდები ისევ ძალაშია – ქვეყნის შიგნით აღმოიფხვრა, ახლა ქვეყნის გარედან დარჩა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე ბანერების დაბლოკვას.
მისი თქმით, „სიმართლეს წინ ვერაფერი დაუდგება, რაც არ უნდა „არეპორტონ“ და დაბლოკონ“.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ეს არის „ნაცმოძრაობის“ და მათი პატრონების ბრძოლა შავი ფულისთვის“.
„დაიბლოკა ბანერი, „ქარდი“, რომელიც იყო საპასუხო იმ ცრუ კამპანიისა, რომელსაც აწარმოებს „ნაცმოძრაობა“ და „ენჯეო“ სექტორის რადიკალური ნაწილი, რომელმაც შარშან საუკუნის აფერა დადგა. წელს აღარ გასდით და სასოწარკვეთილებაში არიან. რამდენიმე ათასის ერთად დაბლოკვა იცით რას ნიშნავს? იმდენად ეშინიათ სიმართლის, უბრალოდ არგუმენტებს კი არ იშველიებენ, რამდენიმე ასეული ადამიანი „არეპორტებს“ სიმართლეს. ასე „არეპორტებდნენ“ სიმართლეს, როდესაც „ნაცმოძრაობის“ დროს სხვადასხვა ტელევიზიაში ვარდებოდნენ. ასე ბლოკავდნენ სიმართლეს, როდესაც ძალა გააჩნდათ. ახლა ქვეყნის შიგნით ძალა არ გააჩნიათ. სამწუხაროა, სერგი კაპანაძის Fact Check, თუ რაღაც ორგანიზაცია, არის საქართველოდან ერთ-ერთი კონტრაქტორი “ფეისბუქის“ და [ეს მოხდა] გადამოწმებულად თუ გადაუმოწმებლად, არ ვიცი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.