მამუკა მდინარაძე – გია კობახიძე იმიტომ დაასანქცირეს, რომ 46 წლის წინ შეეძინა შვილი, რომელიც შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა – ფაშისტებს რაც არ მოფიქრებიათ, ის მოიყვანეს რეალიზაციაში ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა

გია იმიტომ [დაასანქცირეს], რომ 46 წლის წინ შეეძინა შვილი, რომელიც შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა – ფაშისტებს რაც არ მოფიქრებიათ, სამწუხაროდ, ის მოიყვანეს რეალიზაციაში ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მ განაცხადა, რითაც სა და ლიეტუვის მიერ პრემიერ-მინისტრის მამის, გია კობახიძის დასანქცირებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, სანქციები ზუსტად იმ ქვეყნიდან წამოვიდა, სადაც ყველაზე დაბალია სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობის ხარისხი.
„ფაშისტებს წინა საუკუნის 40-იან წლებშიც კი არ მოფიქრებიათ, რომ მაგალითად, დაესაჯათ მამა იმისთვის, რომ 46 წლის წინ შეეძინა შვილი, რომელიც შემდეგ გახდა პრემიერ-მინისტრი. ასეთი რამ ფაშისტებს არ მოფიქრებიათ. ან, თავისი აზრის გამოხატვისთვის დაესაჯათ ადამიანი. მაგალითად, გოგა ხაინდრავა რატომ არის დასანქცირებული ვერ გაიგო ვერავინ. ან ზვიად შალამბერიძე რა შუაშია?! ჩვენ კარგი, ვიღაცები ვერ გვიტანენ. განსაკუთრებით იმ ქვეყნებს დაავალეს, სადაც სუვერენიტეტი არის განულებული მათი ამჟამინდელი მმართველების, ამჟამინდელი ხელისუფლებების გამო. სადაც ყველაზე დაბალია სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობის ხარისხი, ზუსტად იმ ქვეყნიდან წამოვიდა სანქციები. ჩემზე და სხვებზე გასაგებია. არ მოვწონვართ, რაღაცებს გვაბრალებენ, მაგრამ პირობითად, გოგა ხაინდრავა [დასანქცირდა] აზრის გამოხატვის გამო. გია კობახიძე იმიტომ, რომ 46 წლის წინ შვილი შეეძინა, რომელიც შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა. ფაშისტებს რაც არ მოფიქრებიათ, სამწუხაროდ, ის რეალიზებაში მოიყვანეს ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა“, – განაცხადა მდინარაძემ.