მამუკა მდინარაძე – გვაქვს საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ – მალე, გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად

ჩვენ გვაქვს იმისი მყარი საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ – ვიზრუნებთ ქართული ოცნების ასრულებაზე, რაც შეიძლება მალე, ჩვენ გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სანამ ოპოზიციაში ეროვნული ძალები არ იქნებიან, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მანამდე იქნება.
მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს და ამასთან, უმრავლესობის დეპუტატს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა პერსონალურად გადაუხადა.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პერსონალურად ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მოგვცა საშუალება იმისა, რომ ასე თამამად, ამაყად ვთქვათ, ჩვენ ჩვენს სამშობლოს ვემსახურებით და არასდროს გვექნება იმისი შიში, რომ რაღაცნაირად ეს მთავარი ღერძი ჩვენი მოქმედებისა რაღაც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს. პირიქით, როდესაც ცალ ფეხზე დგომაზე ვლაპარაკობდით და როდესაც ისინი ლაპარაკობდნენ რომ „დიახ, ცალ ფეხზე, უნდა დავდგეთ თუ ევროპა გვეტყვის“, ჩვენ გვაქვს იმისი მყარი საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ. ასე დაიწყო 2011-2012 წლებიდან და ასე გაგრძელდება. სანამ არ იქნება ოპოზიციაში ეროვნული ძალები, მანამდე იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და მანამდე ქართული ოცნების ასრულებაზე ვიზრუნებთ. რაც შეიძლება ჩქარა და მალე ჩვენ გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად. ასე რომ თქვენ პერსონალურად ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ ასე თამამად და ამაყად ვლაპარაკობ“, – განაცხადა მდინარაძემ, რის შემდეგაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფი პირები ფეხზე წამოდგნენ და ტაში დაუკრეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე – უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს