მამუკა მდინარაძე – გვარამია, მელია, ხაზარაძე – აგენტურა, სისხლის სამართლის დამნაშავეები, რომელს უნდა დაუჯდეს ბიძინა ივანიშვილი დებატებში? – მათთან თავი არ უნდა გაიყადრო

ნიკა გვარამია, , – აგენტურა, სისხლის სამართლის დამნაშავეები. როგორ მიგაჩნიათ, რომელს უნდა დაუჯდეს დებატებში? , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ არცერთი პოლიტიკოსები არ უნდა დაუჯდეს მათ დებატებში.
„რუსთავი 2“-ის ფული რომ ჭამა, კოლეგებს ჰკითხეთ, ეს კარგია თუ არა, მე მგონია, რომ არ არის კარგი და ამისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი. თაღლითობაზე ნასამართლევი მამუკა ხაზარაძე, პარლამენტში შემოჭრის მცდელობისთვის ნასამართლევი ნიკა მელია- აი, ეს აგენტურა, ამავე დროს, სისხლის სამართლის დამნაშავეები, როგორ მიგაჩნიათ, ბიძინა ივანიშვილი რომელს უნდა დაუჯდეს, დაჯდეს დებატებში , როგორ წარმოგიდგენიათ?“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ და სარკაზმით აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ნიკა გვარამიასთან დებატებზე, სხვა შემთხვევაში იტყოდა თანხმობას, ძალიან რომ არ „ეშინოდეს“.
„ვის უნდა დაუჯდეს ბიძინა ივანიშვილი? რაღაც ხომ არსებობს? ან რეიტინგი არსებობს? ან პოლიტიკური წონა, ან რაღაც დამსახურება, ან წარსული, ან ადამიანები არსებობენ წარსულში რომ რაღაც გაუკეთებიათ ან არ გაუკეთებიათ და რანაირად ფიქრობთ, მათი წარსული, ბიძინა ივანიშვილის წარსული, მისი პოლიტიკური წონა, მისი ფაქტორი – აი, რომელთან უნდა დაჯდეს დებატებთან? მარტო ბიძინა ივანიშვილზე კი არ ვლაპარაკობ, ნებისმიერ ადამიანზე, პოლიტიკოსზე [ვლაპარაკობ], ალბათ არცერთმა თავი არ უნდა გაიყადროს და ამ კრიმინალებს და აგენტებს დებატებში არ უნდა დაუჯდეს. მათთან თავი არ უნდა გაიყადრო. სისხლის სამართლის დამნაშავეები არსებობენ, რესოციალიზაციას განიცდიან და შემდეგ მორალურად საზოგადოების წინაშე წარდგებიან ხოლმე. ეს ხალხი თან ამორალურია, თან აგენტურას წარმოადგენენ და სხვისი დავალებებით მოქმედებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, უნაკლო ადამიანი ბუნებაში არ არსებობს, თუმცა იქვე ირონიულად აღნიშნა, რომ „უნაკლო იყო მხოლოდ“.
მისი თქმით, ქვეყანას მართავს გუნდი, რომელსაც აქვს 60%-მდე რეიტინგი და ამ გუნდის ლიდერი და ამ შემთხვევაში, სიის პირველი ნომერი „არის ბატონი ბიძინა“ რომელსაც სხვა დამსახურება აქვს.
რაც შეეხება ოპოზიციას მამუკა მდინარაძის თქმით, ისინი „აბსოლუტურად ნულები არიან“.
„ყოველ დღე თქვენ მაშველ რგოლებს უცხოეთიდან გიგდებთ პოლიტიკოსები, თუ სხვადასხვა ადამიანები,რომელიც არის რეალურად ხავსი. ხავსად ქცეული მაშველი რგოლები მოგდით უცხოეთიდან, თორემ აბსოლუტურად ნულები არიან,როგორც თავადაც ხშირად წამოსცდებათ ხოლმე. აბსოლუტურად ნულია დღეს ქართული ოპოზიცია იმიტომ, რომ არ შეიძლება აგენტი რაღაც რეიტინგს ფლობდეს. [ოპოზიცია]აბსოლუტურად ნულია, რომ არა რაღაც გარედან დახმარებები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ “ასეთი წყალწაღებული და გოიმური ოპოზიცია ალბათ საქართველოს არც ჰყოლია“.