მამუკა მდინარაძე – გებელსისეული პროპაგანდის არსი: დააბრალე რაც გინდა, მთავარია დაბრალებულის ბევრჯერ გამეორება აგენტურის მიერ, ამ სიბინძურეს „დიფ სთეითი“ აორგანიზებს – აგენტურის სამარკო ნიშნად სიტყვა „რუსული“ იქცა

გებელსისეული პროპაგანდის არსი: დააბრალე რაც გინდა, მთავარია დაბრალებულის ბევრჯერ გამეორება აგენტურის მიერ – აგენტურის სამარკო ნიშნად სიტყვა „რუსული“ იქცა, პატრონებმა მისი თქმა რომ აუკრძალონ, ფუნქციას კარგავენ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი „ფეისბუქზე“ წერს და ავრცელებს საარქივო ჩანაწერებს ოპოზიციონერებისა და ასევე, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადებებიდან, სადაც ისინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პროსუსულს უწოდებენ.
მდინარაძის თქმით, „ამ სიბინძურეს „დიფ სთეითი“ აორგანიზებს“.
„გებელსისეული პროპაგანდის არსი – დააბრალე რაც გინდა, მთავარია დაბრალებულის ბევრჯერ გამეორება აგენტურის მიერ!
ამ სიბინძურეს „დიფ სთეითი“ აორგანიზებს – ამას არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი ამბობს…
რუსული, რუსულმა, რუსულს… ამასობაში აგენტურის სამარკო ნიშნად სიტყვა “რუსული” იქცა. პატრონებმა მისი თქმა რომ აუკრძალონ, ფუნქციას კარგავენ“,- წერს მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ