: გარანტიას ვაძლევ ოპოზიციას, ვერასდროს დააკონკრეტებენ, რა არის ცუდი გამჭირვალობის კანონპროექტში, არათუ რუსული, ცუდი რა არის, ამასაც ვერ იტყვიან

მამუკა მდინარაძე: გარანტიას ვაძლევ ოპოზიციას, ვერასდროს დააკონკრეტებენ, რა არის ცუდი გამჭირვალობის კანონპროექტში, არათუ რუსული, ცუდი რა არის, ამასაც ვერ იტყვიან
გარანტიას ვაძლევ ოპოზიციას, ვერასდროს დააკონკრეტებენ, რა არის ცუდი გამჭირვალობის კანონპროექტში, არათუ რუსული, ცუდი რა არის, ამასაც ვერ იტყვიან და ამ ფონზე, მათ ამ პროტესტსაც, ამ ვითომ ემოციებსაც აბსოლუტურად ეკარგება ფასი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ყველას ურჩევს, წაუკითხავ კანონს რომ აპროტესტებენ, წაიკითხონ, რა წერია იქ ისეთი, რაც არის ცუდი.
„მაგალითად, ხელისუფლებას უნდა გაუპროტესტო მაშინ რაღაც, როდესაც არგუმენტებს ეუბნები და ის ამ არგუმენტებს არ იგებს, ვერ იგებს, მაგრამ როდესაც არგუმენტებს არ ეუბნები და პირდაპირ შეტევაზე გადადიხარ, ამ პროტესტს ფასი ვერ ექნება. ეს პროტესტი არის ყალბი პროტესტი და ყალბი პროტესტები მართლაც ოკუპანტი ქვეყნისგან გვახსოვს რაღაც თემებზე. ამიტომ კარგად დაფიქრდეს ყველა, წაუკითხავ კანონს რომ აპროტესტებენ ადამიანები, ყველას ვურჩევ, წაიკითხოს, რა წერია იქ ისეთი, რაც არის ცუდი”, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?