მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ არ შევიდნენ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნებაში“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნებაში“ საკუთარი სურვილით არ შევიდნენ.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, უმრავლესობამ პოლიტიკური ჯგუფების შექმნის წესში ცვლილებები „ხალხის ძალის“ თხოვნით კვლავ შეიტანოს, რათა დეპუტატებმა მუშაობა პოლიტიკური ჯგუფის სახელით დაიწყონ.
„ხალხის ძალის“ ყველა წარმომადგენელმა გადაწყვიტა პარლამენტში ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“არ შემოსულიყვნენ. მათ ბევრი არგუმენტი ჰქონდათ. ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ ისინი წარმოადგენენ ცალკე პარტიას. კი ბატონო „ქართული ოცნების“ სიით გავიდნენ იმიტომ, რომ კანონიც ამას გვავალდებულებდა, სხვაგვარი შესაძლებლობაც არ იყო, მაგრამ ისინი არიან ცალკე, სხვა პარტიის წარმომადგენლები. ისინი არიან უმრავლესობის წევრები, მაგრამ გამოთქვეს აზრი, რომ არ შემოვიდნენ ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“. ფრაქცია ესაა პარტიის გარკვეული წარმომადგენლობა პარლამენტში. ამბობენ, ჩვენ ვართ პარტია „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები და არა „ქართული ოცნებისო“. მათ ასე გადაწყვიტეს. ისინი მხარს უჭერენ მთავრობის იმ შემადგენლობას, რომელიც ცნობილია. შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას.
ამასთან, ისინი იმდენად ცდილობენ, რომ ცალკე იყვნენ როგორც ცალკე პარტიის წარმომადგენლები, როგორც წინა პარლამენტში იყო, ისინი ითხოვენ ჩვენგან ცვლილებებს პოლიტიკური ჯგუფის შესაქმნელად. ისინი ითხოვენ ჩვენგან მხარდაჭერას, რომ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა მიეცეთ. ამაზე ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ. მათ ცალკე ფრაქციის გაკეთება არ შეუძლიათ იმიტომ, რომ ჩვენი სიით არიან შემოსულები“,- განაცხადა მ.