მამუკა მდინარაძე – გათხოვილ კაცებზე „ღადაობით“ უნდა გაგვაუქმებინონ ოჯახური ღირებულებების კანონი? – ძალიან ამოვარდა „დიფ აგენტურა“ კალაპოტიდან

გათხოვილ კაცებზე „ღადაობით“ უნდა გაგვაუქმებინონ ოჯახური ღირებულებების კანონი? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, „ფეისბუქზე“ წერს.
მდინარაძის თქმით, „დიპ-სტეიტის“ აგენტურა კალაპოტიდანაა ამოვარდნილი.
„გათხოვილ კაცებზე „ღადაობით“ უნდა გაგვაუქმებინონ ოჯახური ღირებულებების კანონი?
ასეთი გოიმური დავალების შესრულება როგორ შეიძლება?!
ძალიან ამოვარდა დიფ აგენტურა კალაპოტიდან“, – წერს მამუკა მდინარაძე.