გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა

მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა.
მისი თქმით, მცდელობა, რომ საქართველოში მორიგ ჯერზე მოახდინონ ხელისუფლების ცვლილება, წარუმატებელი იქნება.
„მიზანი ზუსტად იგივეა, საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების შეცვლა, უბრალოდ, საქართველოში ამ მიზნით თანხების შემოდინების აკრძალვის შემდეგ, უფრო სწორად, ეს აკრძალვა არ იყო, ეს იყო ლუსტრაცია და ამით საკუთარ თავს აუკრძალეს ფულის შემოტანა საქართველოში იმიტომ, რომ ჩვენ აკრძალვა ხომ არ გაგვიკეთებია? ჩვენ მოვითხოვეთ კანონის შესაბამისად გამჭვირვალე ყოფილიყო ყველანაირი დაფინანსება.
ამით თვითაკრძალვა გაიკეთეს, რომ მათ არ უნდათ გაიშიფრონ, რისთვის იხარჯება საქართველოში ფული და ურჩევნიათ, პირად ანგარიშებზე ურიცხონ, რაღაც მონაცემები არსებობს და ამას შემთხვევით არ ვამბობ. ურჩევნიათ, რომ სხვადასხვა გზებით შემოიტანონ თანხები, მაგრამ ეს არ არის იმ რაოდენობით, ათეულობით მილიონი დოლარი, მაგალითად, ახალგაზრდების რეკრუტირების მიმართულებით რომ იხარჯებოდა და ამიტომ, ურჩევნიათ, სხვა ქვეყნებში მიავლინონ ეს დაფინანსება, ტრენერები და ასე მოახდინონ მცდელობა საქართველოში ხელისუფლების მორიგი ცვლილებისა, რაც გარანტირებულად წარუმატებელი იქნება იმიტომ, რომ აქ ატრენინგებდნენ და იმით ვერაფერი ქნეს და ახლა სადღაც წაიყვანენ და წამოიყვანენ რამდენიმე ათეულ ადამიანს, ამით ქართველებს ნამდვილად შიში არ გაუჩნდებათ მათი ნების საწინააღმდეგო მოქმედებების დომინაციის“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Previous: ზელენსკის მოუწევს ტერიტორიული დათმობები რუსეთის სასარგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ ქვეყანას დაკარგავს

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს