„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის თანახმად „ლელოს“ „პიარის“ სამსახურს ხელფასს „ქართული ოცნება“ უხდის.
მდინარაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:
„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ლელოს“ „პიარის“ სამსახურს ხელფასს ვუხდით ჩვენ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა, თუ ამის საჭიროება არსებობს და მათი სტრატეგიაც უცვლელი დარჩება, მზად ვართ გადავუხადოთ“, – წერს მდინარაძე ფეისბუკზე.