მამუკა მდინარაძე გაერო-ს წარმომადგენლობის განცხადებაზე – არ წარმოუდგენიათ არგუმენტი, რატომ შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში ეს კანონი საფრთხეს, რაც არ ქმნის საფრთხეს ევროპაში

მათ არ წარმოუდგენიათ არგუმენტი, რატომ შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში ის საფრთხეს, რაც არ უქმნის საფრთხეს ევროპაში სამოქალაქო საზოგადოებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ განაცხადა, რითაც გაერო-ს წარმომადგენლობის განცხადებას გამოეხმაურა.
მდინარაძის განმარტებით, მსოფლიოში და მათ შორის, მეგობარ ქვეყნებში არ არსებობს, არცერთი ოფიციალური სტრუქტურა ან ადამიანი, რომლის პოზიციასაც ისინი არგუმენტის გარეშე გაიზიარებენ.
„მათ არ წარმოუდგენიათ არგუმენტი, რატომ შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში ის საფრთხეს, რაც არ უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას ევროპაში საფრთხეს. არ არსებობს მსოფლიოში, მათ შორის, არც ჩვენს მეგობარ ქვეყნებში არცერთი ოფიციალური სტრუქტურა ან ადამიანი, რომლის პოზიციასაც ჩვენ გავიზიარებთ არგუმენტის გარეშე. თუ ვინმე გვეტყვის რატომ არის შემაშფოთებელი და დამაზიანებელი, მათ შორის, სამოქალაქო სექტორისათვის და დემოკრატიისთვის ის, რაც არ არის დამაზიანებელი ევროპაში, -ში, ისრაელსა და ა.შ, მაშინ ვიფიქრებთ. მაგრამ ზუსტად იგივე მიდგომა რატომ არის ევროპაში კარგი და საქართველოში ცუდი, ვინმემ მითხარით და დავფიქრდები. შარშან ჩვენ ვთქვით, რომ კანონს არ გავიტანდით, არ შევაბრუნებდით და საქართველოში მოხდა ექსტრემიზმის, ლგბტ პროპაგანდის და ათასი რამის შავად დაფინანსება და შემოდიოდა გაცილებით დიდი „შავი ფული“. ჩვენ ჩვენ პირობაზე ვიდექით, არაფერს ვაპირებდით და მეორე მხრიდან აყირავებს გვიპირებდნენ”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა შეტანის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს საქართველოს დემოკრატიისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამოიწვიოს კანონპროექტი და ჩაატაროს ფართო, ინკლუზიური და შინაარსიანი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ