“გუშინდელი ნაცური აღტკინების მთავარი საფუძველი ტრამპის მიერ აიდაჰოს შტატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდა.
ბუნებრივია ტრამპი დემოკრატს არ დაუჭერდა მხარს.
თუმცა, ობიექტურობისთვის, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სენატორი რიში სულ გამოირჩეოდა დიფ სთეითის აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით და თავად დიფ სთეითის ე. წ. ნარატივის გახმოვანებით.
შესაბამისად, სამომავლო დაშვება მხოლოდ ორი შეიძლება იყოს – ან ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს (სხვათა შორის, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ნამდვილად იკავებს თავს ჩვენზე თავდასხმებისგან), ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ დიფ სთეითი კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს.
საქართველოს და ქართული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი იარაღი სიმართლეა, რომელზეც ყოველთვის საქმის კურსში უნდა ვიყოთ!”. – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელ სენატორ ჯიმ რიშს ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადა.
ჯიმ რიში გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორია, რომელმაც საქართველოს მხარდამჭერი MEGOBARI აქტი წარადგინა. აქტი რეჟიმის სანქცირებას მოითხოვს.