მამუკა მდინარაძე – ბიძინა ივანიშვილის რჩევები და კონსულტაციები ისეთი ვერ იქნებოდა, როგორც ის ამას საპატიო თავმჯდომარის ამპლუაში მოახერხებს – ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს გუნდს

ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე ადამიანს, პარტიის ლიდერებს მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე აძლევდა რჩევებს. ბუნებრივია, ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მისი რჩევები ფასდაუდებელიაო, რომ ვამბობ, აქედან გამოვდივარ, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ს პოლიტიკაში დაბრუნებას.
როგორც მდინარაძე განმარტავს, ქვეყანას არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა აქვს, რასაც რისკების აბსოლუტური დაზღვევა და გონიერი გათვლები სჭირდება, რაშიც, მისი განცხადებით, ივანიშვილი მონაწილეობას მიიღებს.
„მინდა ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ყველა წევრს და ყველა მხარდამჭერს მივულოცო. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს გუნდს, ეს დასამალი არავისთვისაა და ყველა კარგად ხვდება, რამდენად დიდია მისი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ეს გუნდისთვის უდიდესი წინსვლა და უკარგესი ახალი ამბავია. რაც შეეხება მიზეზებს, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, თავად ისაუბრა ამასთან დაკავშირებით, დაწყებული იმ რისკების გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანაში ოპოზიციის პრაქტიკულად არარსებობას მოჰყვება ხოლმე, გაგრძელებული კონსოლიდაციის გაგრძელების აუცილებლობით. ქვეყანას არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა აქვს, რასაც სრული კოორდინაცია, რისკების აბსოლუტური დაზღვევა და გონიერი გათვლები სჭირდება, რაშიც ბატონი ბიძინა მიიღებს უმნიშვნელოვანეს მონაწილეობას. მისი რჩევები, მასთან კონსულტაციები ფასდაუდებელია ამ მიმართულებით, ეს არავისთვის არაა დასამალი.
მიზეზები თავად განმარტა, კონსულტაციები და რჩევები ბუნებრივია, პერმანენტული ხასიათის ვერ იქნებოდა, როგორც მაგალითად, ის ამას თავისუფლად მოახერხებს საპატიო თავმჯდომარის ამპლუაში. სად, პოლიტიკიდან დისტანცირებული ადამიანის მიერ მიცემული რჩევების მიცემა ორი-სამი ადამიანისათვის და სად, უშუალოდ, მისი ჩართულობით კონსულტაციების გამართვა?! საუბარია, აბსოლუტურად მოშლილ ოპოზიციაზე, მავნებლობა ფუნქცია არ არის, სხვა ფუნქცია, როგორც წესი, ამ ქვეყანაში არ აქვთ. ამ ფონზე, სხვადასხვა გამოწვევები ჩნდება, გლობალური გამოწვევების ფონზე, ეს გამოწვევები როცა ემატება, პერმანენტული რჩევები, ჩართულობა, კონსულტაციები აბსოლუტურად განსხვავებულ ხარისხს ქმნის. ამის გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი იქნება.
„ის რამდენიმე ადამიანს, პარტიის ლიდერებს აძლევდა რჩევებს, მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე. ბუნებრივია, ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მისი რჩევები ფასდაუდებელიაო, რომ ვამბობ, აქედან გამოვდივარ, მაგრამ როცა ადამიანი უშუალოდ არის ჩართული და ამას პერმანენტული ხასიათი აქვს, ეს აბსოლუტურად სხვა ხარისხია. დღეს აბსოლუტურად ყველაფერი მოისმინეთ, ბატონი ბიძინა საპატიო თავმჯდომარედ ავირჩიეთ, დახურული ნაწილი როცა გვქონდა, ბევრი საკითხი გავიარეთ, სარევიზიო კომისიის წევრები ავირჩიეთ და ა.შ. პარტიის თავმჯდომარემ წესდება წარმოადგინა, სადაც ცვლილება შევიდა ამასთან დაკავშირებით, ამ ცვლილების თანახმად, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არჩეულ იქნა პარტიის საპაიო თავმჯდომარედ, ის არის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, სტატუსი ასე განისაზღვრა, ამის შემდეგ ის დაესწრო პარტიის ყრილობას, სიტყვით გამოვიდა და ამის მიზეზებიც განმარტა.
ოპოზიციას შანსი ნული ჰქონდა და დღევანდელი დღით, ნულს ქვემოთ თუკი რამე შეიძლება მინუსებში პროცენტული ხარისხით განვსაზღვროთ, იქ შეიძლება ჩვენი ლოგიკით წავიდეთ. თუმცა, მთავარია, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად საარჩევნო კუთხით გაძლიერებას არ უკავშირდება, ამაზე თავად ბატონმა ბიძინამ ილაპარაკა, რომ დღეს ყოველგვარი საარჩევნო კამპანიის გარეშე, უმრავლესობას მმართველი გუნდი მოიპოვებს, ამ რისკებზე საერთოდ არ საუბრობდა. დარწმუნებული ვარ, რომ სპეკულაციები იქნება, მმართველ გუნდს არჩევნებთან დაკავშირებით შეეშინდაო, არჩევნებთან დაკავშირებით პრობლემა საერთოდ არ არის, ეს მკაფიოდ და ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ამაზე ისაუბრა თავად ბატონმა ბიძინამაც“, – განაცხადა მდინარაძემ.