მამუკა მდინარაძე – ბევრი მტკიცებულება იდება, რატომ არის სალომე ზურაბიშვილი ერთი რიგითი „ნაცი“ – მისი წარმომადგენელი გვევლინება „ნაცების“კიდევ ერთი შტოს, გვარამიას პარტიის წევრად, ესეც მტკიცებულებაა

უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ს გუნდში მაია კოპალეიშვილის შეერთება მტკიცებულება იმისა, რომ კოპალეიშვილი „ნაცი“ იყო.
აღნიშნულით მდინარაძე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი, მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას გუნდს შეუერთდა.
„ძალიან ბევრი მტკიცებულება ყოველდღიურად იდება იმასთან დაკავშირებით, რატომ არის ერთი რიგითი „ნაცი“ უკვე, მათ შორის, მან ყველაზე რადიკალური „ნაცების“ რამდენიმე ადამიანის რიგებში გადაინაცვლა, იმ რამდენიმე ადამიანის რიგებშიც კი, რომლებიც არ ერიდებიან პატრიარქზე თავდასხმას. მან ესეც მოახერხა და პატრიარქზე და „ქართულ ოცნებაზე“ პირდაპირ შტურმი მიიტანა რამდენიმე დღის წინ. როდესაც მისი წარმომადგენელი გვევლინება „ნაცების“კიდევ ერთი შტოს, გვარამიას რაღაც გამოგონილი პარტიის ერთ-ერთ ლიდერად, თუ წევრად ესეც ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რომ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი ასევე „ნაცი“ გახლდათ მათი მხარდამჭერი და ეს თავადვე დაამტკიცა იმით, რომ შეუერთდა ვირტუალურ გუნდს, რომელიც ნიკა გვარამიამ, ასევ ერთ-ერთმა რიგითმა „ნაცმა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ