მამუკა მდინარაძე – ახლა სხვა ძალები პარტიზანულად გადაისროლეს „ნაცმოძრაობაში“ და დაარქმევენ ერთობას – რამდენად ამორალურია, ადამიანი, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი იყო, ახლა „ნაცმოძრაობის“ სიაში იყოს

„ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ამაში ისინი საკუთარი კვლევებითაც რწმუნდებიან, მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ და ცდილობენ რაღაც კონფიგურაციის დალაგებას, მაგრამ უშედეგოდ – „ნაციონალურ მოძრაობას“ ერაფერი გააძლიერებს იმიტომ, რომ მკვდარი არ ცოცხლდება – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ განუცხადა.
მისივე თქმით, ამორალურია, როცა ვიგებ, რომ ერთ დროს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში აღმოჩნდეს.
„ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე კონფიგურაცია გადალაგდა. გვარამიას განცხადება იყო, სამი პოლიტიკური ცენტრიო. ამ სამი პოლიტიკური ცენტრითაც გამორიცხულია „ქართული ოცნების“ დამარცხება. ისინი ძალიან წვალობენ, ცდილობენ ნახონ კონფიგურაცია, რითაც „ქართულ ოცნებას“ აჯობებენ. ვერცერთი კონფიგურაციით ისინი „ქართულ ოცნებას“ ვერ ამარცხებენ, ამიტომ წვალობენ, გადადიან გადმოდიან ერთმანეთში, ახლა სხვა ძალები პარტიზანულად გადაისროლეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელსაც სახელს გადაარქმევენ და დაარქმევენ ერთობას. ზოგადად, სიტყვა „ერთობა“ კარგი სიტყვაა, მაგრამ ამ კარგი სიტყვის მიღმა რაღაცების შეფუთვას ცდილობენ, მაგრამ არაფერი არ შველით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ამაში ისინი საკუთარი კვლევებითაც რწმუნდებიან, მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ და ცდილობენ რაღაც კონფიგურაციის დალაგებას, სადაც ოდნავ მეტი თეორიული შანსი მაინც ექნებათ, მაგრამ უშედეგოდ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ვერაფერი ვერ გააძლიერებს იმიტომ, რომ მკვდარი არ ცოცხლდება არაფრით. არანაირი წამალი არ გამოუგონია თანამედროვე სამყაროს, რომ მკვდარი გააცოცხლოს.
„ნაცმოძრაობა“ ერთი რგოლია იმ „ნაცური“ იდეოლოგიის განმახორციელებელი დავალებების შემსრულებელი. რამდენად ამორალურია, ადამიანი, არმაზ ახვლედიანი, რომელიც პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო, ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში იყოს. წარმოუდგენელია, რომ მე შეიძლება იქ აღმოვჩნდე. ალბათ ცოცხალი არ უნდა ვიყო, რომ მე „ნაცმოძრაობის“ რიგებში აღმოვჩნდე, ალბათ მკვდარს თუ მიმიტანენ, უტრირებულად ვამბობ. ან რა დავალება უნდა შეასრულო, ან რით უნდა გაშანტაჟებდნენ, რომ თავის დროზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანზე მეუბნებით, რომ „ნაცმოძრაობის“ სიაში იქნებაო“, – განაცხადა მდინარაძემ.