არ ადასტურებს ცნობას, რომ -ში იმყოფება

მამუკა მდინარაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება “არაოფიციალური ვიზიტით”.
მდინარაძემ ნეტგაზეთს თავად უთხრა, რომ ის თბილისშია.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სუს-ის ხელმძღვანელი ამერიკაშია, გიორგი გახარიას თანაპარტიელმა და დეპუტატმა, სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტში, გიორგი შარაშიძემ გაავრცელა “პალიტრას” ეთერით.
“ივანიშვილს -ში მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი, არც მეტი არც ნაკლები სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის სახით” – განაცხადა შარაშიძემ და ეს ამბავი შეადარა სუს-ის წინა ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ვიზიტს ვაშინგტონში, რომელსაც გიორგი გახარიას ინფორმაციით ჰქონდა უშედეგო მცდელობა, რომ გაფუჭებული ურთიერთობები გამოესწორებინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე – უცხოეთში შეგიმჩნევიათ კონკურენტი სააფთიაქო დაწესებულება რიგში ჩაწყობილი, გვერდიგვერდ? რასაკვირველია, ეს უცნაურობაა – რეგულირებას რაც შეეხება, ეს შეიძლება, თუმცა დაფიქრება გვმართებს

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”