მამუკა მდინარაძე – არჩევნების შემდეგ დაიწყება აქციები მოგონილი, ყალბი ახალი აფერით, რომელსაც ერქმევა დაფინანსებული პროექტი სახელად – „არჩევნები გაყალბდა“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 26 ოქტომბრის ს შემდეგ დაიწყება აქციები „მოგონილი, ყალბი ახალი აფერით“, რომელსაც ერქმევა დაფინანსებული პროექტი სახელად – „არჩევნები გაყალბდა“.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია „ლელოს“, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პოლიტიკური პირი შეუერთდა, „საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს“.
ამასთან, მდინარაძის თქმით, ოპოზიციაში ახლა „სერიოზული შფოთვა მიდის იმაზე, რომ რამენაირად ბარიერის გადალახვა შეძლონ“.
„არაფერი კონფიგურაცია იქ არ არის, უბრალოდ, რასაც დაავალებენ, იმას ამბობენ, იმას აკეთებენ. წვალობენ რაზე – ერთი საკითხია მთავარი, გამარჯვებაზე თავადვე კი არ აქვთ ილუზია, როგორ გადალახონ ბარიერი, ამაზე მიდის ახლა სერიოზული შფოთვა და წვალება მათი მხრიდან. შესაბამისად, ისინი ცდილობენ, რომ რამენაირად ორმა, სამმა პარტიამ საარჩევნო ბარიერი გადალახოს. ამის თქმა გარანტირებულად შეიძლება – აქციები აუცილებლად იქნება მოგონილი, ყალბი ახალი აფერით, რომელსაც ერქმევა დაფინანსებული პროექტი სახელად – „არჩევნები გაყალბდა“. მეორე მხრივ, რაც შეიძლება მეტმა პარტიამ უნდა გააპროტესტოს პარლამენტის შიგნიდან. მეტი მიზანი არ აქვთ. [მამუკა] ხაზარაძეს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს. დაიმატა ვიღაცები, მაგრამ ეს შანსი მაინც არ გამოუჩნდა. შესაბამისად, ახლა ზრუნვა იმაზე მიდის, მესამე ოპოზიციურმა აგენტურულმა პარტიამ იქნებ რამენაირად გადალახოს ბარიერი. მეორე გადალახავს თუ არა, ესეც არ იციან ზუსტად. მეტი ახალი ამბავი მათ კონფიგურაციებში არაფერი არ არის. უბრალოდ, ცდილობენ ბარიერის გადალახვას. ეს ხდება დავალების შესაბამისად“, – განაცხადა მ.