არის გამოცდილი პოლიტიკოსი და უნდა ველოდოთ როგორც ქვეყნის ინტერესის, ასევე თითოეული მოქალაქის მაქსიმალურ უსაფრთხოებას და დაცულობას

მამუკა მდინარაძე არის გამოცდილი პოლიტიკოსი და უნდა ველოდოთ როგორც ქვეყნის ინტერესის, ასევე თითოეული მოქალაქის მაქსიმალურ უსაფრთხოებას და დაცულობას
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძის კანდიდატურას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, ლიდერული თვისებებით გამოირჩევა და საკმაოდ ეფექტური იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
„მამუკა მდინარაძე არის ძლიერი პიროვნება, გამოცდილი პოლიტიკოსი, კარგი ორგანიზატორი. ის ლიდერული თვისებებით გამოირჩევა და ვფიქრობ, ამ ყველა მონაცემით საკმაოდ ეფექტური იქნება უსაფრთხოების სამსახურის სათავეში. ჩვენ უნდა ველოდოთ როგორც ქვეყნის ინტერესის, ასევე თითოეული მოქალაქის მაქსიმალურ უსაფრთხოებას და დაცულობას,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას