მამუკა მდინარაძე – არატრადიციული ცხოვრების წესი არ უნდა იყოს ადამიანის უფლებების შელახვის საფუძველიც კი, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ დავიცვათ ჩვენი შვილები, ქვეყნის მომავალი

უმცირესობის წარმომადგენლობა და არატრადიციული ცხოვრების წესის არჩევა არ უნდა იყოს ადამიანის უფლებების შელახვის საფუძველიც კი. ყველას უფლება, ნებისმიერი რამის მიუხედავად უნდა დავიცვათ ერთნაირად, მაგრამ ამავე დროს, თუკი ვინმეს უფლების დაცვაზეა საუბარი, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი ქვეყნის მომავალი დავიცვათ, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა, რომელიც ქუთაისში ტარდება.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ამ ბოლო დროს, აქტუალური საკითხებიდან გამორჩეულია ისეთი გამოწვევები, რომელიც ვიღაცას უნდა, რომ თანამედროვეობის ტრენდად შემოგვასაღოს. მისვე თქმით, მაშინ, როდესაც 2017 წელს „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ოჯახი იყო ქალისა და მამაკაცის კავშირი, ამაზე ხელისუფლებას ამუნათებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ეს საკითხი აქტუალური არ იყო.
„გვამუნათებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ არ იყო ეს საკითხი აქტუალური, მაგრამ ვნახეთ ევროპის, სამწუხაროდ, ჩვენი ბევრი მეგობარი ქვეყნის კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა, მაგრამ ქართველებს გვაქვს ჩვენი გამორჩეული დამოკიდებულება. ერთი მხრივ, ვერავინ გვასწავლის ტოლერანტობას, ვერავინ დაგვიწუნებს იმ ტრადიციას, რომელსაც ჰქვია განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანის უფლების დაცა და მეორე მხრივ, რამდენად იცავდა ყოველთვის ქართველი ქალი და კაცი თავის ოჯახურ ტრადიციებს და ოჯახურ ღირებულებებს. დღეს, როდესაც ვიღაცებს უნდათ, რომ ისე შემოგვასაღონ ეს საკითხი, რომ უფლებების დაცვა და პროპაგანდა ერთმანეთში აზილონ, აურიონ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. პირიქით, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, ეს არის ჩვენი ტრადიციული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, რომ რაც შეიძლება მკაცრად, მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, არავის აინტერესებს, აცერთ ჩვენგანს, დარწმუნებული ვარ, ვინც ამ დარბაზშია და ამ ქვეყანაში დიდ უმრავლესობას, ვინ, რა ცხოვრების წესით ცხოვრობს. ჩვენ ამ ნაწილშიც უნდა ვიყოთ შეუვალები და არავითარ შემთხვევაში, რაიმე სახის განსხვავება სხვისგან, უმცირესობის წარმომადგენლობა ან არატრადიციული ცხოვრების წესის არჩევა არ უნდა იყოს ადამიანის მიმართა რაიმე სხვანაირი დამოკიდებულება, არათუ უფლებების შელახვის, ოდნავ განსხვავებული დამოკიდებულების საფუძველიც კი. ყველას უფლება, ნებისმიერი რამის მიუხედავად უნდა დავიცვათ ერთნაირად და ყველას უფლება უნდა დავიცვათ უპირატესად, მაგრამ ამავე დროს, თუკი ვინმეს უფლების დაცვაზეა საუბარი, ჩვენ უნდა შევძლოთ და უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობები, ჩვენი ქვეყნის მომავალი დავიცვათ, ჩვენი ოჯახური ღირებულებები დავიცვათ და დავიცვათ ჩვენი არასრულწლოვანები. მაგალითად „გელაპის“კვლევა არსებობს, რომელმაც დაადასტურა, რომ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა თავის გარკვეულ გავლენას ახდენს, ეს ჩვენ არ გვითქვამს, არც მოგვიფიქრებია, მაგრამ დაადასტურა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევებმა. შესაბამისად, თუ ჩვენ ორ რამეს ერთმანეთისგან მკაცრად, მყარად, მტკიცედ გავმიჯნავთ, ჩვენ მართლები ვიქნებით ნებისმიერი ადამიანის წინაშე, რომ მათ უფლებებს დავიცავთ. მათი ინტერესიც იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერის უფლება იყოს დაცული და ამავე დროს, ჩვენ დავიცავთ ჩვენ ოჯახურ ღირებულებებს, ტრადიციებს და კულტურას”, – აცხადებს მდინარაძე.