მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო

მამუკა მდინარაძე წერს, რომ წარსულში ნამდვილად იყო ვანო მერაბიშვილის ბიძის, ლევან თუმანიშვილის ადვოკატი.
მისი თქმით, ისე ცხოვრობს და აკეთებს საქმეს, რომ ზემოაღნიშნულზე მეტი კომპრომატი მასზე ვარ მოიპოვეს.
“ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ გამოვარდება-ხოლმე “ნიუსი” – ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო…
მეც არ ვიზარებ და ყოველ ჯერზე ვუპასუხებ: ვისი ბიძაც არ უნდა ყოფილიყო, ლევან თუმანიშვილი იყო ჩემი ჯგუფელისა და მეგობრის მამა და რა თქმა უნდა მის დაცვაზე უარს მის შვილს არ ვეტყოდი! (სხვათა შორის მართალი იყო და გამართლდა კიდეც!).
ყოველთვის ასე ვიქცეოდი და მომავალში რომ დავუბრუნდე ჩემს ძველ პროფესიას, – ჯგუფელს, კურსელს, კლასელს, მეგობარს და ა. შ. ნამდვილად არ ვეტყვი უარს დაცვაზე თუ ეს თავად ნაცების ოდიოზურ, მწამებელ და ქვეყნის მოღალატე ლიდერებს არ შეეხება (თუმცა მათაც აქვთ დაცვის კონსტიტუციური უფლება და მათ დამცველებსაც კი ვერავინ დაამუნათებს ადვოკატობისთვის, ისევე როგორც რომელიმე მათგანის ექიმს, მოძღვარს და ა. შ. ამას ცალკე, არაფაშისტური შეგნება ჭირდება).
ნაცების ერთ-ერთი პირველი, უკანონოდ დაკავებული და უდანაშაულო პატიმარი რომ ვიყავი, ის კადრები “რატომღაც” არასდროს “გაუნიუსებიათ””, – წერს მამუკა მდინარაძე.
მისივე თქმით, ტრამპი და პუტინი მსოფლიოს ახალ არქიტექტურაზე ლაპარაკობენ, ხოლო ოპოზიციონერები “მდინარაძეს დასდევენ”, თუ ვის იცავდა ადვოკატობის დროს.
“გულწრფელად მიხარია, რომ თავადვე მიდასტურებენ – ისე ვცხოვრობ და ვაკეთებ ჩემს საქმეს, რომ ამაზე მეტი “კომპრომატი” ვერასდროს ვერაფერი მიპოვეს. ნაცებს და განსაკუთრებით ნაცებთან მოღალატეებს წუხელ ძალიან გაუხარიათ სოცქსელებში. საკუთარი კომპლექსების მოხსნის და ბინძური შავი პიარის ყველაზე უცნაური ფორმა აქვთ არჩეული – ეგ ჩვენიანი იყოო (მტყუანზე დააგინებ და მთელი ცხოვრება მაგას დაგიტრიალებენ, იგინებაო).
ისე, რანაირი გარეწარი, თვითლუსტრირებული და მძიმედ დაკომპლექსებული უნდა იყო ადამიანი, გასაშავებლად სხვას შენი თანამოაზრეობა დააბრალო. ამასობაში ტრამპი და პუტინი მსოფლიოს ახალ არქიტექტურაზე ლაპარაკობენ და ესენი მე დამდევენ, ვის ბიძას და ბიცოლას ვიცავდი ადვოკატობის დროს”, – წერია მდინარაძის პოსტში.

ასევე დაგაინტერესებთ