ს უზომოდ და ერთგულად უყვარს სამშობლო, საიმედო მეგობარია, რომელიც სანატრელია გასაჭირშიც და ბრძოლაშიც – დარწმუნებული ვარ, შეძლებს “ქართული ოცნების” ყველა ჯარისკაცის ოცნების ახდენას, რომელიც 2012 წლიდან გვაქვს!

მამუკა მდინარაძეს უზომოდ და ერთგულად უყვარს სამშობლო, საიმედო მეგობარია, რომელიც სანატრელია გასაჭირშიც და ბრძოლაშიც – დარწმუნებული ვარ, შეძლებს “ქართული ოცნების” ყველა ჯარისკაცის ოცნების ახდენას, რომელიც 2012 წლიდან გვაქვს!
ს უზომოდ და ერთგულად უყვარს სამშობლო. საიმედო მეგობარია, რომელიც სანატრელია გასაჭირშიც და ბრძოლაშიც. ის არის პროფესიონალი მენეჯერი, კარგი ოჯახის შვილი და მართალი კაცი, – წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე, მამუკა მდინარაძეზე, რომლის დანიშვნასაც პრალამენტმა დღეს უყარა კენჭი.
დიმიტრი სამხარაძე დარწმუნებულია, რომ მამუკა მდინარაძე შეძლებს “ქართული ოცნების” ჯარისკაცების ყველა იმ სურვილის ახდენას, რომელიც მათ 2012 წლიდან აქვთ.
“თითქმის 10 წელი ვმუშაობდი მამუკასთან ერთად, პარტიას ვაძლიერებდით, საოლქო ორგანიზაციების მენეჯმენტს ვმართავდით, არჩევნებს ვაორგანიზებდით და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვიცავდით! ბევრი უძილო ღამე გავატარეთ პრემიერთან ერთად და მას დიდი წვლილი მიუძღვის, რომ დღეს, პარტია სათანადო სიმაღლეზე დგას, გამართული სტრუქტურით და დალაგებული მენეჯმენტით!
მამუკა მდინარაძეს უზომოდ და ერთგულად უყვარს სამშობლო. საიმედო მეგობარია, რომელიც სანატრელია გასაჭირშიც და ბრძოლაშიც. ის არის პროფესიონალი მენეჯერი, კარგი ოჯახის შვილი და მართალი კაცი!
წარმატებებს ვუსურვებ ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე! დარწმუნებული ვარ შეძლებს ყველა “ქართული ოცნების” ჯარისკაცის ოცნების ახდენას, რომელიც 2012 წლიდან გვაქვს! უფრო ძლიერს გახდის ჩვენს საქართველოს, ხალხს და სახელმწიფოს!”- წერს დიმიტრი სამხარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩიაშვილს ყველანაირი საშუალება მისცა ბიძინა ივანიშვილმა, რომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ეკეთებინა, მან კი ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ გამოიყენა. ამიტომ სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ბაჩიაშვილს ედავებიან მთლიანად ჯდება ამ სურათში

პროკურორი „მტკვარი ჰესის“ საქმეზე: დანაშაული გულისხმობს ორგანიზაციის და სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, თავისი ფუნქციებისადმი ზერელე დამოკიდებულებებს, რომელმაც ძალიან სერიოზული ზიანი გამოიწვია