მამუკა მდინარაძემ უარყო ცნობა, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზვიად ყიფიანის კანდიდატურა განიხილება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ექიმი-კარდიოლოგის, ზვიად ყიფიანის კანდიდატურა არ განიხილება.
მან ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს მიმართა და უთხრა: „ისე კატეგორიულად დადეთ განცხადება, რომ ეჭვი შემეპარა და პრემიერ-მინისტრსაც მივწერე. კატეგორიულად გამოვრიცხავ ამ კანდიდატს“.
ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილს ექიმი-კარდიოლოგი ზვიად ყიფიანი ჩაანაცვლებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას თბილისის საკრებულოს წევრი, ლევან ჟორჟოლიანი დაიკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ